04:44 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-25 16:31:45, 1100 ნახვა

საზოგადოება
ჯაფარიძე - სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, ბათუმში ხელმოწერების შეგროვება მიმდინარეობს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის, სოფო ჯაფარიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, ბათუმში ხელმოწერების შეგროვება მიმდინარეობს.

ჯაფარიძის თქმით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ექსპრეზიდენტის გათავისუფლებას ასობით ადამიანი სთხოვს.

"დღეს ვიმყოფებით ბათუმში. ჩემთვის განსაკუთრებულად დიდი პატივია, რომ შევხვდი ბათუმის ქალთა ორგანიზაციას სხვა ადამიანებთან ერთად, რომლებიც სთხოვენ სალომე ზურაბიშვილს, რომ გაათავისუფლოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. შევხვდით ასევე უამრავ ადამიანს მთელი დღის განმავლობაში, დაუსრულებლად მოდიან ბათუმში ადამიანები, ხელს აწერენ, რომ რაც შეიძლება სწრაფად გაათავისუფლოს სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილი.

ასევე, დიდი სიხარულით მინდა აღვნიშნო, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობას“ შემოუერთდნენ ახალგაზრდები, რომლებიც ასევე ითხოვენ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას და წარმოუდგენელი დღე შედგა, როდესაც მოდის ასობით ადამიანი, ასობით ჩვენი მოქალაქე, არ შეჩერებულა ნაკადი დილიდან და ამდენი ბათუმელი ითხოვს მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას. ძალიან დიდი მადლობა მათ იმისთვის, რომ ასე ერთგულად ემსახურებიან საქართველოს თავისუფლების იდეას",- აცხადებს ჯაფარიძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics