|
2024-02-22 23:51:26, 942 ნახვა
პოლიტიკა
მელია - საზოგადოებას 1 კვირაში გადაწყვეტილებას ვაცნობებთ - ეს იქნება ან ცალკე გუნდი, ან შეიძლება იყოს გვარამიასთან ერთად
საზოგადოებას 1 კვირაში საბოლოო გადაწყვეტილებას ვაცნობებთ, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ "ღამის მთავარში" საუბრისას განაცხადა. როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, "ეს იქნება ან ცალკე გუნდი, ან შეიძლება იყოს ნიკასთან [გვარამიასთან] ერთად, ან უფრო ფართოდ წარმოდგენილი ერთობა". "მაქსიმუმ ერთ კვირაში, ჩვენ ყველანი, საბოლოო გადაწყვეტილებას საზოგადოებას ვაცნობებთ. ეს იქნება ან ცალკე პოლიტიკური გუნდი, ან შეიძლება იყოს ნიკასთან [გვარამიასთან] ერთად, ან შეიძლება იყოს უფრო ფართოდ წარმოდგენილი ერთობა, თუმცა ერთ კვირას ნამდვილად აღარ გადასცდება. მარტის პირველი დღეებიდან, კამპანია, რომელიც გულისხმობს ამ ქვეყნის გათავისუფლებას, გადაჭარბების გარეშე, იმ მოძალადეებისგან და კორუმპირებულებისგან, არის დასაწყები", - განაცხადა ნიკა მელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)