00:04 - 23 Jul, 2026
|
2024-02-22 14:45:09, 577 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე პარტია „საქართველოსთვის“ და „ნაციონალური მოძრაობაზე“ - ისინი ერთი სისტემის ნაწილები არიან
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გიორგი გახარიას პარტიისა და „ნაციონალური მოძრაობის“ თანამშრომლობასთან დაკავშირებით ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. როგორც კახა კალაძე აცხადებს, აღნიშნული თანამშრომლობა რეგიონებში უკვე დიდი ხანია, გრძელდება. „ეს თანამშრომლობა უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს და რეგიონებში ჩვეულებრივად გრძელდება. ისინი ერთი სისტემის ნაწილები არიან სხვადასხვა სახით. ყველამ იცის, თუ რა უნდა გააკეთოს. გახარიას პარტიამ იცის, რომ ეს შეიძლება დამაზიანებელი იყოს წინასაარჩევნოდ მათთვის და ცდილობს, როგორმე თავი აარიდოს იმ რეალობას, რა რეალობაც არის კონკრეტულ რაიონებში და რეგიონებში მათი თანამშრომლობის კუთხით“, - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)