00:03 - 23 Jul, 2026
|
2024-02-21 17:21:05, 646 ნახვა
პოლიტიკა
იონათამიშვილი ჯანაშიას განცხადებაზე - „სააკაშვილს უნდა მიეცეს უფლება რევოლუციურ წინაპროცესში მონაწილეობა მიიღოს“ - ჩვენ რომ ვამბობთ, ამას გეგმავენ-თქო, რას კადრულობთო
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას მიერ გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება. იონათამიშვილის განცხადებით, როდესაც მმართველი გუნდი საუბრობს ოპოზიციის მიერ რევოლუციური სცენარების დაგეგმვაზე, ოპოზიციის წარმომადგენლები ამას უარყოფენ. “სააკაშვილს უნდა მიეცეს უფლება რევოლუციურ წინაპროცესში მონაწილეობა მიიღოს” - ჩვენ რომ ვამბობთ, ამას გეგმავენ-თქო, რას კადრულობთო", - წერს რატი იონათამიშვილი. "ქართული ოცნების" ინფორმაციით, თეიმურაზ ჯანაშიამ "მთავარი არხის" ეთერში განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს უნდა მიეცეს უფლება, მონაწილეობა მიიღოს წინარევოლუციურ პროცესში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)