|
2024-02-20 11:28:56, 617 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე - ზურაბიშვილმა კარგად იცის, რომ სააკაშვილის შეწყალება მისთვის პოლიტიკური კატასტროფა იქნება
ყველაფერი კეთდება, რომ საზოგადოება შეაჩვიონ მიხეილ სააკაშვილის შესაძლო შეწყალების სცენარს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. თალაკვაძის თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "კარგად იცის, რომ ეს გადაწყვეტილება მისთვის პოლიტიკური კატასტროფა იქნება". "სააკაშვილის შეწყალების, პირველ რიგში, მის მეგობრებს ეშინიათ, რომლებმაც მას ჩამოართვეს თანამდებობა. არ არის გამორიცხული, მაქსიმალურად გაზარდონ ზეწოლა პრეზიდენტზე, რომ მან ეს გადაწყვეტილება მიიღოს. ის, რომ საზოგადოებრივი აზრის მომზადება მიმდინარეობს, სხვადასხვა ადამიანები ეუბნებიან პრეზიდენტს, ოპოზიცია შეიკრიბა, ერთიან მოთხოვნებს აყენებენ, ყველაფერი კეთდება, რომ საზოგადოება შეაჩვიონ შესაძლო შეწყალების სცენარს, თუმცა, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა ძალიან კარგად იცის, რომ ეს გადაწყვეტილება მისთვის იქნება პოლიტიკური კატასტროფა. მან ერთხელ თქვა ძალიან პრინციპულად - "არა და არასოდეს", მაგრამ დღეს უკვე დგას იმ რეალობის წინაშე, როდესაც ამ განცხადების შეცვლა შეიძლება მოუწიოს. სწორედ მისი ლიდერობით, ჩვენ 8-ჯერ 9-ჯერ დავამარცხეთ ეს პოლიტიკური ძალა. ასე რომ, მასთან ერთად, თუ მის გარეშე "ნაციონალური მოძრაობა" მაინც არ შეიცვლის შინაარსს. ჩვენ მზად ვართ კონკურენტული არჩევნებისთვის", - განაცხადა თალაკვაძემ.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)