|
2024-02-18 12:10:52, 642 ნახვა
პოლიტიკა
მაია ბითაძე: ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებ, რომ ევთანაზიის არანაირი ახალი რეგულაცია არ შემოგვაქვს, უფრო მეტიც მოქმედი კანონმდებლობა ბევრად ჰუმანურია, ვიდრე ევროკავშირის კანონმდებლობა
ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებ, რომ ევთანაზიის არანაირი ახალი რეგულაცია არ შემოგვაქვს, უფრო მეტიც მოქმედი კანონმდებლობა ბევრად ჰუმანურია, მათ შორის ვიდრე ევროკავშირის კანონმდებლობა და ევთანაზიას ექვემდებარება მხოლოდ იმ ცხოველზე საეჭვო შემთხვევა, რომელიც დაკვირვების საშუალებას არ იძლევა და მიმკედლებელი ან მეპატრონე უარს ამბობს დაკვირვებაზე 45 დღის ან 6 თვის განმავლობაში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, მაია ბითაძემ კანონპროექტზე "შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ" საუბრისას განაცხადა. ბითაძემ აღნიშნა, რომ სოციალური ქსელების და ზოგიერთი მედია საშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად საზოგადოება დაექვემდებარა ზეგავლენას და ბულინგის მძიმე კამპანია მიმდინარეობს, მაშინ როცა რეალურად ევთანაზიის არანაირი ახალი რეგულაცია არ შემოაქვთ. „ხაზგასმით მინდა ვთქვა ევთანაზიასთან დაკავშირებით მოქმედი კანონმდებლობით გასულ წელს, ერთი წელია უკვე მოქმედებს რეგულაცია, მთავრობამ დაამტკიცა და ეს კანონი იმ რეგულაციაზე აკეთებს მითითებას და ჩვენ შესაძლებელია ამ კანონშიც გადმოვიტანოთ გარკვეული დებულებები, რომ ევთანაზია არის დაუშვებელი, გარდა იმ შემთხვევისა თუ არა გვაქვს კარანტინი, ცოფის გავრცელების საშიშროება. ამ შემთხვევაშიც კი კანონმდებლობით გაწერილია ვადები 6 თვე, 45 დღე, სადაც მიმკედლებელი და მეპატრონე ვალდებულია ძაღლს დააკვირდეს და ხელი არ შეუშალოს ამ დაკვირვების პროცესს. მხოლოდ ამის შემდგომ თუ ისინი დაკვირვებას ხელს შეუშლიან 45 დღის ან 6 თვის განმავლობაში, ასე ვთქვათ სხვადასხვა მიმართულებებია, ექვემდებარება ძაღლი ევთანაზიას, ეს არის საეჭვო შემთხვევის განმარტება“, – განაცხადა ბითაძემ.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)