|
2024-02-18 12:09:40, 620 ნახვა
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: „ლელო“ ბოიკოტს უცხადებს საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვას, ეს არის კარგი ლაკმუსის ქაღალდი საზოგადოებისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ კარგად გაშიფრონ ვინ არის ხაზარაძე
" საქართველომ მიიღო კანდიდატის სტატუსი, ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროკავშირთან დასაახლოებლად და ახლა იწყება ჩვეულებრივი რუტინული საქმე, რასაც ჰქვია მოლაპარაკების გახსნა, რომელიც იქნება უამრავი. ბევრჯერ გაიხსნება და დაიხურება მოლაპარაკებები. თემა არის აქტიურ სამუშაო პროცესში, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა. მათიკაშვილის თქმით, რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით ოპოზიციის ნაწილთან მოხდა გარკვეულ საკითხებში შეთანხმება, მაგრამ „ლელო“ საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვას ბოიკოტს უცხადებს. „9-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების კუთხით ხელისუფლება არის მოწადინებული, აბსოლიტურად ყველაფერს აკეთებს, ისევე როგორც ეს იყო 12-პუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით. სხვათა შორის, გუშინდელი შეხვედრა გარკვეულწილად იმ ნაწილ ოპოზიციასთან, ვინც იყო წარმოდგენილი, ბევრ საკითხებში გარკვეული შეთანხმებებით დასრულდა და ეს იყო კარგი. დარჩა საკითხები, გადავიდა შემდეგ შეხვედრაზე, მაგრამ ის რასაც „ლელო“ აკეთებს, საქართველოს მმართველ ძალას კი არ უცხადებს ბოიკოტს, არამედ ბოიკოტს უცხადებს საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვას, ეს არის კარგი ლაკმუსის ქაღალდი საზოგადოებისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ კარგად გაშიფრონ ვინ არის ხაზარაძე, რა ძალას წარმოადგენს და საით სურს საქართველოს წაყვანა, ყოფილ კომკავშირელს, დღეს რომ ვიღაცების რეპრესიებზე საუბრობს და სურვილი აქვს პროკურორის მანტია მოირგოს“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)