|
2024-02-16 22:12:08, 860 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - „ლელომ“ თქვა, რომ მას ექნება 9 %-იანი ზრდა, გახარიამ თქვა, 25 მდიდარი ოჯახია - ამით შეაცურეს თავიანთი საარჩევნო ციფრები ამომრჩეველს
შეგვიძლია გავიხსენოთ, როგორ შეაპარებენ ხოლმე და როგორ იხვეწებიან მხარდაჭერას მდაბიო კამპანიით "ლელოს", გახარიას თუ სხვა წარმომადგენლები. მაგალითად, "ლელომ" თქვა, რომ მას ექნება 9 %-იანი [ეკონომიკური] ზრდა, ანუ ოღონდ თავისი სიითი ნომერი, "9" გაახმოვანოს და 10%-იანი რომ იქნება [ზრდა], ვაიმე, უნდა დავწიოთ 9-მდეო?თეორიულად წარმოიდგინეთ, არარეალური ამბავია, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, "იმავე გზას მიმართა გახარიამ, როდესაც განაცხადა, რომ 25 მდიდარ ოჯახს სახელმწიფო ემსახურება, რითაც შეეცადა, "ლელოს" მსგავსად, თავისი საარჩევნო ნომერი ამომრჩევლისთვის შეეხსენებინა". "გახარიამ თქვა, 25 მდიდარი ოჯახია და მათ ემსახურება სახელმწიფო და ამით შეაცურეს თავიანთი საარჩევნო ციფრები და რიცხვები ამომრჩეველს. ამის გარდა რომ ვერაფრით აწონებ თავს და ქვეცნობიერში პიარული ხრიკებით ცდილობ რაღაცების ჩადებას, ჩვენ ახლა ვიტყვით, რომ 41-ჯერ გავანადგურებთ პოლიტიკურად არჩევნებში და 41-ჯერ მოვუგებთ. მერე მათი მედიის რომელიღაცა წარმომადგენელი გაგიჟდება, რა ამბავია 41 არჩევნები, აგერ უკვე 8-9 არჩევნები მოუგეთ და ახლა მეათეც და დავამთავროთ ამითო, გვეტყვიან. აი, ამ არარეალურ ამბებში გადავდივართ", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)