|
2024-02-15 14:14:32, 705 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი ხაზარაძეზე - როცა იგი საუბრობს ივანიშვილზე და მუქარებს აჟღერებს, როგორ ბედავს ასეთი განცხადებების გაკეთებას?!
როცა იგი საუბრობს ჩვენი პარტიის დამფუძნებელზე, ბატონ ბიძინა ივანიშვილზე და რაღაც მუქარებს აჟღერებს - ვინ არის საერთოდ ხაზარაძე?! პროკურორია ეს ადამიანი, თუ როგორ ბედავს საერთოდ ასეთი ტიპის განცხადებების გაკეთებას?!- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ღარიბაშვილმა "ლელოს" ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს "არარაობა" და "თაღლითობაში მხილებული ადამიანი" უწოდა. "მინდა, კიდევ ერთხელ შეგახსენოთ ყველას, რომ ცნობილი პროექტი, რომელიც საქართველოს მთავრობამ 2016 წელს მიანდო - ანაკლიის პორტს ვგულისხმობ - მან ჩააგდო ეს პროექტი, ვერ განახორციელა. მთავრობა ელოდა 5 თუ 6 წელი და ამის შემდეგ მინდა, ჩვენს ხალხს კიდევ ერთხელ შევახსენო - ეს ადამიანი, ხალხო, წავიდა, სასამართლოში უჩივლა ჩვენს სახელმწიფოს ანუ თქვენ - ხალხს. ჩვენი ქვეყნისა და ხალხის გაძარცვა აქვს ამ ადამიანს გამიზნული. კიდევ ერთი - როცა იგი საუბრობს ჩვენი პარტიის დამფუძნებელზე, ბატონ ბიძინა ივანიშვილზე და რაღაც მუქარებს აჟღერებს - ვინ არის საერთოდ ხაზარაძე?! პროკურორია ეს ადამიანი, თუ როგორ ბედავს საერთოდ ასეთი ტიპის განცხადებების გაკეთებას?! რეპრესიებს აანონსებს ეს არარაობა, თაღლითობაში მხილებული ადამიანი. ამიტომ, ყველაფერი ჩვენთვის ნათელია",- თქვა ღარიბაშვილმა.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)