|
2024-02-15 13:10:29, 741 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე მიუნხენის კონფერენციის ანგარიშზე - ეს არის ძალიან დიდი სიბინძურე, რომელიც შენიღბულია ლობიზმით
ეს არის ძალიან დიდი სიბინძურე, რომელიც შენიღბულია ლობიზმით,- ასე შეაფასა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მიუნხენის კონფერენციის ანგარიში, რომელშიც „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პრორუს ოლიგარქად არის მოხსენიებული. კალაძის თქმით, „საზოგადოებამ კარგად იცის, როგორ მიიღება ასეთი დოკუმენტები და არაერთი მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა". „არ ვიცი, ვინ იკადრა, მაგრამ ეს არის ჩვეულებრივი სიბინძურე. ვნახეთ, როგორ აკეთებენ ასეთ განცხადებებს - ამაში იღებენ ფულს და შენიღბულია როგორც ლობიზმი. ხომ ნახეთ, FARA-ს დოკუმენტაციაში არაერთი ასეთი ფაქტი იყო დაფიქსირებული, რომ თანხის გადახდით რეზოლუციებს იღებენ. მე ხომ არ ვიგონებ ამას. კონკრეტულ ფაქტზე ვსაუბრობ. საზოგადოებამ ნახა, როგორ მიიღებოდა რეზოლუციები, რომელზეც ივანიშვილზე არასწორი ინფორმაცია იწერებოდა. ეს არის ძალიან დიდი სიბინძურე, რომელიც შენიღბულია დემოკრატიით და ლობიზმით“,- განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებაზე ძლიერი ზეწოლა მიმდინარეობდა. „ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება, რომ ბოლო წლების, ბოლო თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა ძალიან დიდი ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე. თუკი, რამე სიბინძურე შეიძლება ადამიანმა მოიფიქროს, ყველაფერი იკადრეს, მაგრამ ჩვენ დავიცავთ ჩვენს ქვეყანას, მიუხედავად იმისა, რომ შემოტევები იყო მეორე ფრონტის გახსნასთან და სანქციებზე მიერთებასთან დაკავშირებით. შეგიძლიათ ეს განცხადებები ამოიღოთ და მოისმინოთ. პირდაპირ გვავალდებულებდნენ და გვავალებდნენ, რომ ხარაკირი გაგვეკეთებინა საკუთარი თავისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის - ეს იყო რეალობა, მაგრამ გამოვიჩინეთ პრინციპულობა, დავდექით ისე, როგორც სჭირდება ამ ქვეყნის მომავალს და ეს პოზიცია გვექნება მომავალშიც“,- აღნიშნა კალაძემ.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)