08:36 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-15 11:26:16, 782 ნახვა

საზოგადოება
დეკანოზი გიორგი მამალაძე - ბრძოლა გრძელდება

ბრძოლა გრძელდება,- ამის შესახებ დეკანოზმა, გიორგი მამალაძემ საპატიმრო დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ განაცხადა.

როგორც მამალაძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, ბრძოლის გაგრძელებას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ გააგრძელებს.

"საზოგადოების დიდმა ნაწილმა სიმართლე ისედაც იცის. პირველ რიგში, ჩემი მთავარი გეგმა ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსწორებაა. შემდგომ ყველაფერი. მე ვწუხვარ, რომ მეუფე დიმიტრის არ აღმოაჩნდა სული ჭეშმარიტი მწყემსისა, რომელიც მას მისცემდა იმის უფლებას და საშუალებას, დღეს აქ ჩემთან ერთად მდგარიყო რკინის ქალამნებით, თუმცა, მიუხედავად ამისა, მე მაინც მიყვარს ის",- განაცხადა დეკანოზმა.

შეგახსენებთ, დეკანოზი გიორგი მამალაძე 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ, საპატიმრო დაწესებულიდან გუშინ, 14 თებერვალს გათავისუფლდა. დეკანოზი ე.წ. ციანიდის საქმეზე 2017 წლის 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics