|
2024-02-13 12:26:57, 573 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილმა „მდგრადი განვითარების მიზნების“ მსოფლიო სამიტზე საქართველოს მთავრობის პოლიტიკასა და საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა
საქართველო, თავისი უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობით და მრავალფეროვანი ეკოსისტემებით, განსაკუთრებით მგრძნობიარეა კლიმატის ცვლილების ზემოქმედების მიმართ. ამრიგად, სხვა ერებთან თანამშრომლობა არის არა მხოლოდ ვარიანტი, არამედ აუცილებლობა, - ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა დუბაიში მიმდინარე SDGs in Action 2024 წლის მსოფლიო სამთავრობო სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. დუბაიში ლევან დავითაშვილთან ერთად საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი, ასევე ეკონომიკის მინისტრის მოადგილეები - მარიამ ქვრივიშვილი და გენადი არველაძე იმყოფებიან. ლევან დავითაშვილმა თავის გამოსვლაში მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის პროცესში და საქართველოს მთავრობის პოლიტიკაზე, ასევე საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „საქართველოს მთავრობის ვალდებულება, შეუსაბამოს თავისი ეროვნული პოლიტიკა SDG-ებთან, ადასტურებს ამ გამოწვევების გლობალური ბუნების აღიარებას და ეფექტური გადაწყვეტილებების პოვნაში თანამშრომლობის მნიშვნელობას. ამ მიზნების რეალიზება მოითხოვს არა მხოლოდ ინდივიდუალურ ძალისხმევას, არამედ საერთაშორისო ასპარეზზე შეთანხმებულ და კოორდინირებულ მიდგომას. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აქტიურად არის ჩართული ინიციატივებში, რომლებიც მიზნად ისახავს ხელმისაწვდომი, საიმედო, მდგრად და თანამედროვე ენერგიას ყველასთვის, ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფას, ინოვაციების ხელშეწყობას, მდგრადი ინფრასტრუქტურის შექმნასა და უთანასწორობის შემცირებას როგორც ცალკეულ ქვეყნებში, ისე ქვეყნებს შორის", - განაცხადა დავითაშვილმა. მისი თქმით, გრძელვადიან პერსპექტივაში ადამიანური კაპიტალის განვითარება, განათლებისა და ტრენინგის ხარისხის გაუმჯობესება და განათლების ხარჯვის ეფექტურობის გაზრდა იქნება მთავარი მიმართულებაა მაღალპროდუქტიულ ეკონომიკურ სექტორებში დასაქმებისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისთვის, შინამეურნეობების შემოსავლების გაზრდისა და უთანასწორობისა და სიღარიბის შესამცირებლად. ტექნოლოგიური მიღწევები და ინოვაციები და მათი როლი ამა თუ იმ სექტორში სხვადასხვა შოკის უარყოფითი ზემოქმედების შერბილებაში, დაწყებული ჯანდაცვისა და ტელეკომუნიკაციებიდან სოფლის მეურნეობით დამთავრებული, ასევე ციფრული უთანასწორობის აღმოფხვრა, - ლევან დავითაშვილმა სამიტზე გამოსვლისას ამ საკითხებზე გააკეთა აქცენტი. ამასთან, მან დამსწრე საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა ამ კუთხით საქართველოს მთავრობის ინიციატივებსა და პროექტებზე. „საერთაშორისო სტანდარტებისა და გაიდლაინების შესაბამისად, საქართველოს მთავრობა მტკიცეა გადაწყვეტილებაში, გაააქტიუროს SDGs მიმართულება ადგილობრივ თვითმმართველობებში. ამ მიზნით, 2021 წელს შეიმუშავა SDGs ადგილობრივ დონეზე განხორციელების გეგმა, რომელიც ითვალისწინებს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას, გაეროს სახელმძღვანელო პრინციპებსა და საქართველოს რეალობის კონტექსტს. გეგმის განხორციელების საპილოტე პროგრამები უკვე დაიწყო და საწყის ეტაპზე შეირჩა 5 დიდი ქალაქი. ამ დროისთვის პროცესში უკვე ჩართულია 32 მუნიციპალიტეტი. საქართველოს მთავრობის მიზანია 2025 წლისთვის 64-ვე მუნიციპალიტეტში მდგრადი განვითარების მიზნების ლოკალიზება, რამაც ხელი უნდა შეუწყოს 2030 წლისთვის დასახული მიზნების მიღწევას", - დასძინა დავითაშვილმა. გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია „ჩვენი სამყაროს გარდაქმნა: 2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისთვის" 2015 წლის ოქტომბერში შევიდა ძალაში. რეზოლუციაში გაწერილია მდგრადი განვითარების 17 მიზანი (SDG) და ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი საკითხები. აღსანიშნავია, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი შეუერთდა აღნიშნულ რეზოლუციას. აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა აზოვის ზღვაში ტანკერები დაბომბეს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ტვერისა და სტავროპოლში ნავთობის საწყობები დაბომბეს
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)