|
2024-02-12 17:45:29, 1100 ნახვა
პოლიტიკა
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ილჰამ ალიევისადმი სალომე ზურაბიშვილის მილოცვას ავრცელებს
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ილჰამ ალიევისადმი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მილოცვას აქვეყნებს. მისალოც ტექსტში, რომელიც ადმინისტრაციამ დღეს, 12 თებერვალს გაავრცელა, ზურაბიშვილი ალიევს აზერბაიჯანის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს და ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული ურთიერთობის მაღალ დონეზე აყვანის სურვილს გამოთქვამს. „თქვენო აღმატებულებავ, ქართველი ხალხის და ჩემი სახელით, მინდა, მოგილოცოთ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტად ხელახლა არჩევა. გულწრფელად გისურვებთ წარმატებებს და გამარჯვებებს თქვენს დაუღალავ მცდელობებში, რომელიც მიმართულია თქვენი ქვეყნისა და ხალხის კეთილდღეობისკენ. მტკიცედ მჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით ჩვენს ორ ძმურ ქვეყანას შორის კეთილმეზობლურ, მეგობრულ ურთიერთობებსა და სტრატეგიულ პარტნიორობას ახალ სიმაღლეზე ავიყვანთ. ეს უდავოდ გააძლიერებს როგორც საქართველოს, ისე აზერბაიჯანის როლს რეგიონული სტაბილურობისა და განვითარების ხელშეწყობაში. თქვენო აღმატებულებავ, კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩემს უღრმეს პატივისცემას და გისურვებთ წარმატებებს თქვენს საქმიანობაში, ვუსურვებ მეგობარ აზერბაიჯანელ ხალხს მშვიდობასა და კეთილდღეობას",- ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის წერილში. ცნობისთვის, "ქართული ოცნების" წარმომადგენლები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ მან ილჰამ ალიევს აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩევა არ მიულოცა. მმართველი პარტიის წევრების განცხადებების შემდეგ, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ სალომე ზურაბიშვილმა აზერბაიჯანელ კოლეგას, ილჰამ ალიევს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება ოფიციალური წერილით 9 თებერვალს მიულოცა.
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)