|
2024-02-09 18:34:40, 961 ნახვა
პოლიტიკა
ჩინეთის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეს - ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობისა და ჩემი სახელით მსურს გულწრფელად მოგილოცოთ
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერ-მინისტრი, ლი ჩიანგი, ირაკლი კობახიძეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, როგორც ლი ჩიანგი ირაკლი კობახიძისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნავს, ის მზად არის, საქართველოს ახალ პრემიერ-მინისტრთან ერთად იმუშაოს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის. "თქვენო აღმატებულებავ, მოხარული ვარ, რომ თქვენ მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავების შესახებ შევიტყვე. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობისა და ასევე ჩემი სახელით, მსურს, გულწრფელად მოგილოცოთ. ამჟამად, ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ჯანსაღ იმპულსს იძენს, მყარდება ორმხრივი პოლიტიკური ნდობა, " ერთი სარტყელი, ერთი გზის" თანამშრომლობა სტაბილურად პროგრესირებს და საერთაშორისო ურთიერთობებში კოორდინაცია უფრო მჭიდრო ხდება. მზად ვარ, თქვენთან ერთად, თანამშრომლობა გავაღრმაოთ ჩინეთსა და საქართველოს შორის, რათა ერთობლივი ძალისხმევით, ხელი შევუწყოთ ორმხრივი კავშირების შემდგომ განვითარებას. საქართველოს ვუსურვებ კეთილდღეობას და ქართველ ხალხს ბედნიერებას და ჯანმრთელობას", - ნათქვამია ჩინეთის პრემიერ-მინისტრის წერილში.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)