|
2024-02-09 16:48:48, 839 ნახვა
პოლიტიკა
შარმანაშვილი ნაცვლიშვილზე - განათლებაზე ლაპარაკობს ადამიანი, რომელიც ამბობს, წარმოგიდგენიათ, შინაგან საქმეთა მინისტრი პარტიულია და პოლიტსაბჭოს წევრიო
განათლებაზე ლაპარაკობს ადამიანი, რომელიც ამბობს - წარმოგიდგენიათ, შინაგან საქმეთა მინისტრი პარტიულია და პოლიტსაბჭოს წევრიო. ამას რომ იტყვის საპარლამენტო რესპუბლიკის „განათლებული“ დეპუტატი, სად მიიღო ასეთი „განათლება“ არ ვიცი, - ასე გამოეხმაურა უმრავლესობის წევრი თენგიზ შარმანაშვილი „ლელოს“ დეპუტატის ანა ნაცვლიშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრები არიან მინისტრები, რაც მისი აზრით, პრობლემაა. როგორც თენგიზ შარმანაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, "დამღლელია ანა ნაცვლიშვილის მიერ თავისი უპირატესობების დემონსტრირება". „განათლებაზე ლაპარაკობს ადამიანი, რომელიც ამბობს, წარმოგიდგენიათ, შინაგან საქმეთა მინისტრი პარტიულია და პოლიტსაბჭოს წევრიო. ამას რომ იტყვის საპარლამენტო რესპუბლიკის „განათლებული“ დეპუტატი, სად მიიღო ასეთი „განათლება“ არ ვიცი, რომ თურმე პარტიული რომ არის მინისტრი ეს არის ანომალია, წარმოუდგენელი თემაა, თან შინაგან საქმეთა მინისტრიო. ვთქვათ ჟურნალისტები უშვებენ შეცდომას და ხანდახან შინაგან საქმეთა მინისტრს პირველ პოლიციელს ეძახიან, მაგრამ „განათლებული“ ქალი იგივეს ხომ არ უნდა აკეთებდე, მაგალითს ხომ უნდა აძლევდე? დამღლელია ამ ქალბატონის მიერ თავისი უპირატესობების დემონსტრირება. ნაპოლეონს აქვს ერთი რამ ნათქვამი - „არ შეუშალო შენს მოწინააღმდეგეს ხელი შეცდომის დაშვებაში“, ამიტომ, ბევრს აღარ ვილაპარაკებ, არ შევუშლი ხელს, გააგრძელოს ამ შეცდომებით სიარული“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)