|
2024-02-09 11:35:34, 1010 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი გვარამიაზე - შეიძლება ფორმალურად დასცილდეს სააკაშვილს, მაგრამ ვერ გაექცევა წარსულს, რომელიც მისი მონაწილეობით ხორციელდებოდა
ის, რომ გვარამიამ გადაწყვიტა, ეს ინტელექტუალური ნაწილი მოიზიდოს და შექმნას დამატებითი პლატფორმა, აბსოლუტურად არ ნიშნავს იმას, რომ იგი სადღაც შორს წავიდა იმ ორბიტიდან, რასაც "ნაცმოძრაობის" ორბიტა ჰქვია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა. ვოლსკის თქმით, ნიკა გვარამია შეიძლება დასცილდეს სააკაშვილს, "მაგრამ ვერანაირად ვერ გაექცევა იმ სისხლიან წარსულს, რომელიც მისი მონაწილეობით ხორციელდებოდა". "კოლექტიური ნაცმოძრაობა" - ასეთი სწორი ტერმინი იყო ჩვენ მიერ გამოყენებული, ახლა კი რეალურად სახეს და აშკარა კონტურებს იძენს. ასე რომ, ნიკა გვარამია შეიძლება დასცილდეს სააკაშვილს, შეიძლება გააკრიტიკოს სააკაშვილი, დააბრალოს დემენცია, რომელიც მას არასდროს არ სჭირდა, მაგრამ ვერანაირად ვერ გაექცევა იმ სისხლიან წარსულს, რომელიც მისი მონაწილეობით ხორციელდებოდა", - განაცხადა ვოლსკიმ.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)