|
2024-02-07 20:31:41, 729 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე სააკაშვილზე - ადამიანი, რომელიც ოპოზიციის თქმით, ფატალური რისკების წინაშე იყო, დღეს პოლიტიკაში აქტიურად მონაწილეობს
ადამიანი, რომელიც ოპოზიციის გზავნილების თანახმად, იყო ფატალური რისკების წინაშე, დღეს არის ჩართული და აქტიურად მონაწილეობს პოლიტიკაში, თავადაც შეგიძლიათ განსაჯოთ, გაუმჯობესდა თუ არა მისი მდგომარეობა, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ ნაცმოძრაობის წევრის, თემურ ჯანაშიას კითხვას სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, სააკაშვილი თავად ამბობს, რომ მისი მდგომარეობა სერიოზულად არის გაუმჯობესებული. "რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას, ბატონი თემურ ჯანაშიას კითხვა იყო, ითქვა, რომ მისი მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა, თუმცა შეგახსენებთ, რა იყო ოპოზიციის შესაბამისი ნაწილის რიტორიკა ამასთან დაკავშირებით, პირდაპირ მათი გზავნილები იყო, რომ დღეები იყო დარჩენილი, ეს არ არის ჩემი სიტყვები, ამას ამბობდნენ დაახლოებით ორი წლის განმავლობაში. დღეს ეს ადამიანი ჩაერთო პოლიტიკაში, თავადაც შეგიძლიათ განსაჯოთ, გაუმჯობესდა თუ არა მისი მდგომარეობა. ანუ, ადამიანი, რომელიც ოპოზიციის გზავნილების თანახმად, იყო ფატალური რისკების წინაშე, დღეს არის ჩართული და აქტიურად მონაწილეობს პოლიტიკაში. აქედან გამომდინარე, თავად ბატონი მიხეილ სააკაშვილიც ადასტურებს, რომ მისი მგდომარეობა მანამდე რა იყო არ ვიცით, მაგრამ თავად ამბობს, რომ მისი მდგომარეობა სერიოზულად არის გაუმჯობესებული“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)