|
2024-02-07 20:24:14, 725 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - „ლელოს“ ცხრაპუნქტიანი გეგმა, ქვეყნის განადგურების გეგმაა
„ლელომ“ წარმოადგინა ცხრაპუნქტიანი გეგმა, რომელიც, არ ვაჭარბებ, ქვეყნის განადგურების გეგმაა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციურ ფრაქციებთან შეხვედრაზე, სამთავრობო პროგრამის წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, „ლელო“ რომ დღეს შეხვედრას არ ესწრებიან, "ესეც მათ რადიკალიზმზეც მეტყველებს". "არის ერთ-ერთი პოლიტიკური სუბიექტი, რომელიც დღეს არ ესწრება ჩვენს შეხვედრას და განსაკუთრებით გამოირჩევა რადიკალიზმით. მათ წარმოადგინეს ცხრაპუნქტიანი გეგმა, რომელიც ამ საკითხებს ეთმობა. ვიტყოდი, არ ვაჭარბებ, ეს არის ქვეყნის განადგურების ცხრაპუნქტიანი გეგმა. ეს ყველაფერი გამოიწვევს, მარტო პირველ წელს, სულ მცირე ათი პროცენტით ჩვენი ეკონომიკის შემცირებას, სხვადასხვა სექტორის განადგურებას და ასე შემდეგ. რომელი პარტიაც არის, ალბათ თავადაც მიხვდებით. დღეს რომ შეხვედრას არ ესწრებიან, ესეც მათ რადიკალიზმზეც მეტყველებს. მგონი, ამ შემთხვევაში, მაინც არ არის რადიკალიზმი ის ტერმინი, რომელიც არ უნდა გამომეყენებინა. როდესაც პოლიტიკური პარტია გვთავაზობს საკუთარი ქვეყნის ეკონომიკის განადგურებას, ეს არის რადიკალური პოლიტიკური პარტია, ასეთია პარტია „ლელო", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)