|
2024-02-07 17:04:59, 629 ნახვა
საზოგადოება
კობახიძე - ინფრასტრუქტურული პროექტები მოგვცემს საშუალებას, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ქვეყნის სატრანზიტო ფუნქცია და პოტენციალი
ინფრასტრუქტურული პროექტები მოგვცემს საშუალებას, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქცია და პოტენციალი, რასაც ეკონომიკის განვითარებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციასთან შეხვედრაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის თქმით, პირველ რიგში საკვანძო მნიშვნელობის ამოცანაა დასავლეთ-აღმოსავლეთის მაგისტრალის მშენებლობის დასრულება. „როგორც მოგეხსენებათ, უკვე გვაქვს ძალიან დიდი პროგრესი, სწრაფი ტემპით გრძელდება სამუშაოები და სათანადო ვადებში და მაღალი ხარისხით დასრულდება ეს სამუშაოები. ეს საკითხი იქნება განსაკუთრებული ყურადღების საგანი საქართველოს მთავრობის მხრიდან და აქტიურად ვიმუშავებთ ინფრასტრუქტურის მინისტრთან ერთად იმისათვის, რომ ყველა ამოცანა სათანადოდ შესრულდეს. არის სხვა, ძალიან მნიშვნელოვანი მონაკვეთებიც, რომლებზე მუშაობა გაგრძელდება. ეს არის ბათუმის შემოვლითი გზა, იქ აქტიურად მიდის სამუშაოები, კახეთის მაგისტრალი, ქვეშეთი-კობის პროექტი, ხულო-ზარზმის გზა, თბილისი-რუსთავის მაგისტრალი. ეს არის ის უმნიშვნელოვანესი მონაკვეთები, რომლებზე მუშაობაც უნდა დასრულდეს უახლოეს მომავალში და სამუშაოები წარიმართება წინასწარ გაწერილი გეგმის შესაბამისად“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, კონკრეტული ინიციატივებია ასევე რკინიგზის მიმართულებით - 2024 წელს დასრულდება რკინიგზის მოდერნიზაციის და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტები, ასევე გაგრძელდება მუშაობა კვლევაზე ჩქაროსნული სარკინიგზო მომსახურების გასავითარებლად. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, აეროპორტების განვითარება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. „უკვე დაწყებულია მუშაობა ვაზიანის აეროპორტის პროექტზე იმისათვის, რომ გაფართოვდეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შესაძლებლობები და ამ პროექტის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, თბილისს შეეძლება მიიღოს 18 მილიონზე მეტი მგზავრი, რაც განსაკუთრებით ჩვენი ტურისტული და სატრანზიტო პოტენციალის გათვალისწინებით, ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანაა და ამ პროექტზე მუშაობა ძალიან აქტიურად გაგრძელდება. ქუთაისთან დაკავშირებით აეროპორტის გენერალური განვითარების გეგმის შემუშავება წელს დასრულდება და წელსვე დაიწყება მთელი რიგი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც ამ პროექტის განხორციელებას უკავშირდება. ასევე, 2024 წელს დაგეგმილია თელავის აეროპორტის სრული მოდერნიზაცია, ასევე მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტირება და უკვე დაიწყება სამშენებლო სამუშაოები. გარდა ამისა, შეფასდება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობა და მისი შემდგომი გაფართოების შესაძლებლობა. როგორც მოგეხსენებათ, არის ძალიან სერიოზული გეგმები, რომელიც უკავშირდება ავიაციის, აეროპორტების განვითარებას ჩვენს ქვეყანაში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მერცი: აშშ-მ გერმანიისთვის Tomahawk-ის მიყიდვას დაამტკიცა
კალაძე: ბიძინა ივანიშვილი საქართველოს უახლეს ისტორიაში მართლაც ოქროს ასოებით ჩაიწერება
ISFED-მა იმედის 26 მაისის ქარდის მომწონებლებს შორის 1 500-ზე მეტი ტროლ-ბოტი გამოავლინა
მერცის განცხადებით, გერმანიამ Tomahawk-ის რაკეტების შესყიდვის შესახებ აშშ-სთან შეთანხმებას მიაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)