|
2024-02-06 15:28:39, 650 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე ზურაბიშვილზე - ის არის, რბილად რომ ვთქვათ, უკიდურესად ტენდენციური და დღეს უკვე ჩამოყალიბებულია როგორც რიგითი რადიკალური ოპოზიციონერი
ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას გაკეთებული განცხადებები შეაფასა. მდინარაძის თქმით, "როდესაც ობიექტურობის ოდნავი სურვილი გაქვს, ქვეყანაში მიმდინარე პოზიტიურ მოვლენებზე, ერთი სიტყვა მაინც უნდა დაგცდეს, თუმცა, ზურაბიშვილს, სიტყვით გამოსვლისას, არც ერთ დადებით მაჩვენებელზე არ უსაუბრია". "ხაზგასმით ვამბობ, როდესაც ოდნავ მაინც გაქვს სურვილი იმისა, რომ ოდნავ მაინც იყო ობიექტური, ერთი სიტყვა მაინც უნდა დაგცდეს, რომ შენს ქვეყანაში რაღაც კარგი ხდება, როდესაც ამას ძალიან ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები გეუბნებიან, აბსოლუტურად ყველა სფეროსთან მიმართებით. გახსოვთ, წინა დღეებში, კვირებში, თვეებში გამოქვეყნებული უამრავი კვლევა და ანგარიში ასეთი ორგანიზაციების. არც ერთ მათგანთან დაკავშირებით არ გაუხმოვანებია [სალომე ზურაბიშვილს] არც ერთი მესიჯი - ეს იმას ნიშნავს, რომ ის არის ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, უკიდურესად ტენდენციური და დღეს უკვე ჩამოყალიბებულია როგორც რიგითი რადიკალური ოპოზიციონერი",- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)