|
2024-02-05 13:07:13, 652 ნახვა
საზოგადოება
ჩვენ ვიდგებით ყველა ჯარისკაცის გვერდით და გავაკეთებთ მაქსიმუმს, რომ სამხედროები იყვნენ დაფასებულები - ჩიქოვანი
თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ჩიქოვანმა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე თავდაცვის სამინისტროს სოციალური პოლიტიკის შესახებ ისაუბრა, რომელიც სამხედრო მოსამსახურეებისთვის ღირსეული პირობების შექმნას ისახავს მიზნად. თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მუშაობა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება. „გაგრძელდება თავდაცვის ძალებისა და თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა, მათი ოჯახის წევრთა, დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრთა სამედიცინო მომსახურება - რეაბილიტაციის ეფექტიანობის ამაღლება და დაჭრილ/დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა საზოგადოებაში რეინტეგრაციისა და რესოციალიზაციის ღონისძიებები. სამხედრო მოსამსახურეებისთვის გაგრძელდება ბინათმშენებლობის თანადაფინანსება და სოციალური პროექტები, განვითარდება სამხედრო-სამედიცინო შესაძლებლობები. ხელფასები ბოლო ოთხ წელიწადში მნიშვნელოვნად გაიზარდა, მათ შორის 2024 წელს გაიზარდა 10%-ით. 2023 წელს დასრულდა სამხედროების ბინებით უზრუნველყოფის პროექტი მახათას მთაზე, სადაც 1092 ბინა გადაეცა სამხედრო მოსამსახურეებს. პროექტი თანამონაწილეობის პრინციპით განხორციელდა და ახალი კოდექსით ეს პროექტი განგრძობითი ხასიათის გახდა. სამხედროებისა და მათი ოჯახებისთვის განათლების მიღების მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში სწავლა უკვე 5700-მდე სამხედრო მოსამსახურესა და მათი ოჯახის წევრს დაუფინანსდა. მაღალი აკადემიური მოსწრებისთვის კი, სტიპენდია 790 ბენეფიციარზე გაიცა. ცხადია, სახელმწიფო გააგრძელებს მათ დაფასებას, მათთვის საუკეთესო სამუშაო, საყოფაცხოვრებო, კვებითი, განათლებისა და ჯანდაცვის პირობების შექმნას. ჩვენ ვიდგებით ყველა ჯარისკაცის გვერდით და გავაკეთებთ მაქსიმუმს, იმისთვის, რომ სამხედროები იყვნენ დაფასებულები“,- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)