|
2024-02-05 13:03:49, 654 ნახვა
პოლიტიკა
ჩიქოვანი - ქართული სამხედრო მრეწველობის გაძლიერებისთვის ახალი შესაძლებლობების უზრუნველყოფა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება
ქართული სამხედრო მრეწველობის გაძლიერებისთვის ახალი შესაძლებლობების უზრუნველყოფა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ჩიქოვანმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა. ჩიქოვანის თქმით, ადგილობრივი მრეწველობის განვითარების ხელშეწყობა თავდაცვის ძალებისთვის პროდუქციის სწრაფ და დაბალ ფასში მიწოდებას უზრუნველყოფს. „თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით, 2024 წელს თავდაცვის სამინისტრო განაგრძობს მუშაობას ჯავშანსაწინააღმდეგო, საჰაერო თავდაცვის, საარტილერიო, სადაზვერვო, საინჟინრო და კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობების განვითარებაზე. აღნიშნული პროცესი წარიმართება საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით. ამ მიმართულებით 2024 წელს 230 მილიონი ლარია გათვალისწინებული ბიუჯეტით. მიმდინარე წელს გაგრძელდება თავდაცვის ძალების ინფრასტრუქტურული ობიექტების განახლება-გაუმჯობესების პროცესი. თანამედროვე ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფის მიზნით. ბოლო ოთხ წელიწადში დაახლოებით 360 მილიონი ლარი დაიხარჯა. 2024 წელს, ამ მიმართულებით, თავდაცვის ბიუჯეტში 100 მილიონი ლარი იქნება გათვალისწინებული, რაც სხვადასხვა სამხედრო ობიექტების მშენებლობას და შენახვის ხარჯებს მოხმარდება. საქართველოს თავდაცვის ძალების გაძლიერების გზაზე და დღეს არსებული ვითარების გათვალისწინებით, ჩვენთვის კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება ადგილობრივი სამხედრო მრეწველობის განვითარების ხელშეწყობას, რაც უზრუნველყოფს პროდუქციის სწრაფ და შედარებით დაბალ ფასში მიწოდებას თავდაცვის ძალებისთვის. ქართული სამხედრო მრეწველობა უნდა გახდეს კიდევ უფრო ხელმისაწვდომი და კონკურენტული გლობალურ ბაზარზე. შესაბამისად, ქართული სამხედრო მრეწველობის გაძლიერებისთვის ახალი შესაძლებლობების უზრუნველყოფა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება“, - განაცხადა ჩიქოვანმა.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)