|
2024-02-03 16:43:52, 1122 ნახვა
პოლიტიკა
წილოსანი საავტორო უფლებათა ასოციაციაში საგამოძიებო მოქმედებებზე - საკომიტეტო მოსმენების დროს არაერთ დარღვევაზე იყო საუბარი, ლოგიკურია, რომ შესაბამისი სტრუქტურები დაინტერესდნენ ამ ყველაფრით
სანამ გამოძიების და მოკვლევის პროცესი მიმდინარეობს თავს შევიკავებ ჩემი მოსაზრების გამოთქმისგან, თუმცა, ალბათ ლოგიკური იყო ეს ნაბიჯი გამომდინარე იმ განხილვებიდან, რომელიც პარლამენტში განხორციელდა საავტორო უფლებების კანონთან დაკავშირებით, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნინო წილოსანმა, საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარის მიერ ავტორ-შემსრულებელთა კუთვნილი, დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისების საქმეზე დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით. როგორც ნინო წილოსანმა აღნიშნა, პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენების დროს არაერთ გადაცდომაზე და დარღვევაზე იყო საუბარი ამიტომ, ლოგიკურია, რომ შესაბამისი სტრუქტურები დაინტერესდნენ ამ ყველაფრით. „ამ განხილვებზე არაერთ სერიოზულ დანაშაულზე, გადაცდომაზე და დარღვევაზე იყო საუბარი ამიტომ, ლოგიკურია ის, რომ შესაბამისი სტრუქტურები დაინტერესდნენ ამ ყველაფრით, თუმცა ამაზე მეტი ინფორმაცია მე არ მაქვს. მე, როგორც ერთ დეპუტატს, ლოგიკური კითხვა და სურვილი მიჩნდება, რომ სათანადოდ იყოს გამოკვლეული ყველა ის ფაქტი, რომელზეც პარლამენტში იყო საუბარი საკომიტეტო განხილვებზე, თავად ავტორების მხრიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)