|
2024-02-01 15:21:23, 751 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - ევროინტეგრაციის მიმართულებით მკაფიო გეგმა გვაქვს - ყველაფერი გაკეთდება, რომ ამ კუთხით კიდევ უფრო წინ წავიწიოთ
ევროინტეგრაციის მიმართულებით გვაქვს მკაფიო გეგმა. ეს გეგმა, პირველ რიგში, გულისხმობს 9 პუნქტის შესრულებას. გვაქვს კომუნიკაცია და მეც აქამდეც პირადად მქონდა მუდმივი კომუნიკაცია ევროკავშირის წარმომადგენლებთან, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის თქმით, მთავრობის სამომავლო გეგმები მას შემდეგ გახდება ცნობილი, როდესაც საქართველოს პარლამენტში ოფიციალურად მოხდება პროგრამის წარდგენა. „ინტენსიური კომუნიკაცია გაგრძელდება, მათ შორის, ვიმუშავებთ 9 პუნქტის შესრულებაზე. ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე. ეს არის მოლაპარაკების გახსნა, მერე იმის შემდეგ ეტაპზე და ა.შ. ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ უფრო მეტად წინ წავიწიოთ ევროინტეგრაციის გზაზე. რაც შეეხება ჩვენს გეგმებს, პროგრამას, მოვიტოვოთ შემდეგი დღეებისთვის. როცა ოფიციალურად მოხდება პარლამენტში პროგრამის წარდგენა, ამის შემდეგ გაიგებთ ყველაფერს იმასთან დაკავშირებით, თუ რის გაკეთებას ვაპირებთ მომდევნო წლების განმავლობაში“, - განაცხადა კობახიძემ.
შსს - ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი პოლიციაში გამოცხადდა და იკითხება
Freedom House - სანაიას დაპატიმრება Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის გამო გამოხატვის თავისუფლების აშკარა დარღვევაა
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)