|
2024-02-01 11:43:41, 641 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - როგორც კობახიძეს, ასევე ღარიბაშვილს აქვთ სრული მხარდაჭერა და გუნდი ერთიანია
სამთავრობო ცვლილებები ჩვეულებრივი პროცესია, მთავარი და ხელშეუხებელი კი ქვეყნის ინტერესებია,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. კალაძის თქმით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კონსტიტუციური უმრავლესობით ხელისუფლებაში მოსვლის ყველაზე მეტი რესურსი ისევ „ქართულ ოცნებას“ აქვს, ირაკლი კობახიძეს და ირაკლი ღარიბაშვილს კი მმართველი პარტიის გუნდის სრული მხარდაჭერა გააჩნიათ. „ცვლილებები ყოველთვის ხდებოდა გუნდში და მომავალშიც მოხდება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ რა თანამდებოებაზე იქნება, სადაც არ უნდა ვიყოთ, ეს პოლიტიკა იქნება თუ ბიზნესი, თუ ვიქნებით რიგითი მოქალაქეები, ყოველთვის უნდა ვემსახურებოდეთ ჩვენს სამშობლოს, ჩვენს ხალხს და არა რომელიმე ქვეყნის ინტერესს ვატარებდეთ... რა თქმა უნდა, როგორც ირაკლი კობახიძეს, ასევე ირაკლი ღარიბაშვილს აქვთ სრული მხარდაჭერა და გუნდი ერთიანია. ეს თქვენთვის, „კოლექტიური ნაცებისთვის“, სამწუხარო ინფორმაციაა, რა გადაწყვეტილებაც იქნა მიღებული. 2024 წელი არის საპარლამენტო არჩევნების წელი და ჩვენ ერთიანი ძალისხმევით და ქართველი ხალხის მხარდაჭერით, აუცილებლად გავიმარჯვებთ. დარწმუნებული ვარ, ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვისაც შეუძლია კონსტიტუციური უმრავლესობით მოვიდეს ხელისუფლებაში, ეს არის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“,- აღნიშნა კახა კალაძემ.
რუსაეთში ნავთობპროდუქტების წარმოების ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნა დაფიქსირდა
ქეთი დუმბაძე ონისე ოქრიაშვილზე ფიზიკურ თავდასხმაზე - ძალიან შევწუხდი და განვიცდი
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი - ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს, ან იდიოტის
შსს - ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი პოლიციაში გამოცხადდა და იკითხება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)