|
2024-01-31 17:37:48, 889 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში, პირველად AUTO GALLERY-ში NISSAN ARIYA-ს გაყიდვები დაიწყო
ელეგანტური, ჭკვიანი, მძლავრი - AUTO GALLERY-მ ქართულ ბაზარზე NISSAN ARIYA-ს გაყიდვები დაიწყო. „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ იაპონური მწარმოებლის გამორჩეული ელექტრომობილი საქართველოში რამდენიმე კვირის წინ შემოიყვანა. მიუხედავად ამისა, ინტერესი მის მიმართ საკმაოდ მაღალია და NISSAN ARIYA-ს ერთი ერთეული უკვე გაყიდულია. ქართველი მომხმარებელი NISSAN-ის ბრენდს კარგად იცნობს, ელექტრომობილების მიმართულებით კი ამ ბრენდის ღირსებას Nissan leaf იცავდა, თუმცა ARIYA რადიკალურად განსხვავებული და გაუმჯობესებული ავტომობილია. შესაბამისად, იაპონურ ავტომწარმოებელს აქვს ამბიცია, რომ ელექტრული SUV კლასში კონკურენციაში შევიდეს ნებისმიერ ავტომწარმოებელთან. რაც შეეხება თავად ავტომობილს - ის ორიგინალური და დახვეწილი ექსტერიერითაა წარმოდგენილი. გარეგნულად მოდელი მომავლის ავტომობილს წააგავს, რელიეფზე გამოკვეთილი ხაზებით. მანქანის შემქმნელებმა მოახერხეს ინტერიერის სივრცის მაქსიმალურად გაზრდა. ინტერიერი საკმაოდ მინიმალისტურია. მას აქვს ღილაკების მინიმალური რაოდენობა, ამავე დროს ეფექტიანად იმართება ფუნქციები, რომლებიც თქვენს განკარგულებაშია და უმეტესობის კონტროლი შესაძლებელია ორი დისპლეის გამოყენებით. NISSAN ARIYA რამდენიმე მოდიფიკაციით იწარმოება, ყველა მათგანი გამორჩეულია სიმძლავრითა და მანძილის დიაპაზონით. ერთამძრავიანი ვერსიის ბატარეების სიმძლავრე 87 კვტ/სთ-ია, რომელიც 242 ცხენის ძალას უზრუნველყოფს. 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას კი, 7,5-7,6 წამში შეძლებთ. მანძილის დიაპაზონი 600 კილომეტრამდეა. ლევან თაღიაშვილი, AUTO GALLERY-ს გაყიდვებისა და მარკეტინგის მიმართულების ხელმძღვანელი: „უახლოეს მომავალში საქართველოში NISSAN ARIYA-ს სრულამძრავიანი ვერსია იქნება ხელმისაწვდომი. მისი ტექნიკური მახასიათებლებიც შთამბეჭდავად გამოიყურება, განსაკუთრებით აჩქარების დრო, NISSAN ARIYA Performance 0-დან 100კმ-მდე აჩქარებას 5.1 წამს ანდომებს. მოგეხსენებათ, ავტომობილების შეძენისას, მნიშვნელოვანი კომპონენტია საგარანტიო მომსახურება. AUTO GALLERY მომხმარებლებს NISSAN ARIYA-ს შეძენის შემთხვევაში 2 წლიან გარანტიას (ან 100,000 გარბენი) სთავაზობს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ არა მხოლოდ ისიამოვნებთ ახალი ავტომობილით, არამედ, საჭიროების შემთხვევაში, კომპანიისგან სათანადო მხარდაჭერასაც მიიღებთ“. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ „თეგეტა ჰოლდინგი“, აქტიურად მუშაობს ეკოლოგიური ტრანსპორტის სეგმენტის განვითარების მიმართულებით და მიმდინარე ინფრასტრუქტურული გამოწვევების საპასუხოდ, ელექტროდამტენების ქსელის განვითარებას განაგრძობს. 2024 წელს, ჯამში, საქართველოს მასშტაბით 70 დამტენი სადგური მოეწყობა. -- „თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ავტო გალერს“ ქართულ ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს. მულტიბრენდულ შოურუმში წარმოდგენილია როგორც ახალი, ისე მეორადი ელექტრომობილების ფართო არჩევანი. ეკომეგობრული ავტომობილების გარდა კომპანია ახდენს დეფიციტური და ექსკლუზიური ავტომობილების შემოყვანას. 2020 წლიდან „ავტო გალერი“ NIU-ს ელექტრომოპედების ოფიციალური პარტნიორი და შემომყვანია ქართულ ბაზარზე. ბრენდის ერთ-ერთი მთავარი ფასეულობა ეკოლოგიაზე ზრუნვაა.
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
კონგრესმენმა უილსონმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომიდან ქართული დელეგაციის წასვლა სამარცხვინო უწოდა
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)