|
2024-01-31 11:00:54, 697 ნახვა
საზოგადოება
„თიბისის“ ტექსკოლას 1200-ზე მეტი მონაწილე ჰყავს
"თიბისი" ტექსკოლაში, მომავლის პროფესიები, მეორე სემესტრის ფარგლებში, 500-ზე მეტმა, ჯამში კი 1200-მდე უფროსკლასელმა შეისწავლა. "თიბისიმ", 2023 წელს, ახალი თაობისთვის, ტექნოლოგიების შემსწავლელი, სრულად დაფინანსებული ტექსკოლა დააარსა. სასწავლო პროგრამა განკუთვნილია ტექნოლოგიებით დაინტერესებული, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში მცხოვრები უფროსკლასელებისთვის. UI/UX დიზაინის, ვებგვერდების პროგრამირებისა და გრაფიკული დიზაინის გარდა, ტექსკოლის მოსწავლეები, ასევე ეუფლებიან - კომპიუტერული თამაშების, მოლაპარაკე პროგრამების (ჩატბოტების) და მობილური აპლიკაციების შექმნას. ასევე, ვებგვერდების აწყობას, ციფრულ და ვიზუალურ კომუნიკაციებს. „გრაფიკული დიზაინის კურსის არჩევის გადაწყვეტილება, ვიზუალური თხრობისადმი ღრმა ინტერესისა და პროფესიონალური უნარების ჩამოყალიბების სურვილიდან გამომდინარე მივიღე. ტექსკოლა დამეხმარა, რომ ჩემი ინტერესები, უნარები, შესაძლებლობები მეპოვა და გამომეცადა ჩემი თავი. ჩემი მიზანია, რომ "თიბისის" ტექსკოლაში მიღებული ცოდნა, ჩემს მომავალ პროფესიად ვაქციო",- აცხადებს ანა ბარაშვილი, 15 წლის. "თიბისის" ტექსკოლაში გაიარა გრაფიკული დიზაინის კურსი. „თიბისის" ტექსკოლის დახმარებით, შევისწავლე ვებგვერდების პროგრამირება. მივიღე უდიდესი გამოცდილება, რომელიც უმაღლეს სასწავლებელში, ამ სფეროს სიღრმისეულად შესწავლაში დამეხმარება, რაც ამ საბაზო ცოდნის გარეშე, შეუძლებელი იქნებოდა",- ამბობს ლევან გოგუა, 15 წლის. "თიბისის" ტექსკოლაში შეისწავლა ვებრვერდების აწყობა. „თიბისის" განათლების პროგრამამ, მომცა შესაძლებლობა სახლიდან გაუსვლელად, დავუფლებოდი ჩემთვის სრულიად ახალ, ძალიან მოთხოვნად უნარს. ვისწავლე UI/UX დიზაინი, ახალ და კომფორტულ პლატფორმაზე - სახელწოდებით Figma. კურსი ჯერ კიდევ მიმდინარეობს და უკვე, თითქმის ყოველდღიურად, ვიყენებ ფიგმას დიზაინსა და ლექტორისგან მიღებულ რჩევებს, დიზაინთან დაკავშირებით",- აცხადებს ელენე სამსიანი, 16 წლის. "თიბისის" ტექსკოლაში შეისწავლა UI/UX დიზაინი. "თიბისი" აგრძელებს ახალ თაობის მხარდაჭერას და უფროსკლასელებში ტექნოლოგიური განათლების პოპულარიზაციას. ტექსკოლა 2024 წლიდან, აფართოებს მოსწავლეთა ასაკს და განახლებულ კურსებზე, მე-9-დან მე-12 კლასის ჩათვლით მიიღებს მონაწილეებს.
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
კონგრესმენმა უილსონმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომიდან ქართული დელეგაციის წასვლა სამარცხვინო უწოდა
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)