|
2024-01-30 22:03:47, 745 ნახვა
პოლიტიკა
გია ცაგარეიშვილი გიორგი გახარიაზე - ახლა გახდა თურმე ბიძინა ივანიშვილი არჩევნების მომპარავი, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულია
მაინტერესებს, 2012 წლის და ყოველი მომდევნო არჩევნები, რითაც ბატონი გახარია ჯერ ბიზნეს-ომბუდსმენი, შემდეგ ეკონომიკის მინისტრი, შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრი, შემდეგ პრემიერ მინისტრი გახდა, ის არჩევნებიც მოტაცებული იყო ივანიშვილის მიერ?, - განუცხადა ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა. მისივე თქმით, "მაშინ გახარიას მოსწონდა ეს ყველაფერი, ახლა აღარ მოსწონს, რადგან შანსი არ აქვს, მათ შორის ბარიერის გადალახვის". „სანამ გახარია მთავრობის წევრი იყო ნებისმიერი სტრუქტურის და ფორმაციის ჩვენი მმართველობის პერიოდში, მაშინ ეს არჩევნები არ იყო მოტაცებული, იმიტომ, რომ გახარია იყო მინისტრი და ჩვენ მთავრობაში ერთერთი წამყვანი ფიგურა, მაშინ მოსწონდა ეს ყველაფერი, ახლა აღარ მოსწონს, იმიტომ რომ შანსი არ აქვს, მათ შორის ბარიერის გადალახვის, ახლა აღშფოთებულია და განიცდის. ახლა გახდა თურმე ბიძინა ივანიშვილი არჩევნების მომპარავი. რბილად რომ ვთქვათ, უხერხულია, თუმცა შემიძლია უფრო მკვეთრადაც თქმა, არც ამის მერიდება. ყველამ თავის გულში ჩაიხედოს“, - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.
რუსაეთში ნავთობპროდუქტების წარმოების ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნა დაფიქსირდა
ქეთი დუმბაძე ონისე ოქრიაშვილზე ფიზიკურ თავდასხმაზე - ძალიან შევწუხდი და განვიცდი
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი - ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს, ან იდიოტის
შსს - ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი პოლიციაში გამოცხადდა და იკითხება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)