|
2024-01-29 21:47:01, 1012 ნახვა
პოლიტიკა
გვარამია - ივანიშვილმა რამდენჯერაც არ უნდა შეცვალოს პრემიერ-მინისტრი, ის ყოველთვის მისი ხელის ბიჭი იქნება
რამდენჯერაც არ უნდა შეცვალოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილმა, ახალს ვერაფერს ვერ დავინახავთ, - ამის შესახებ "მთავარი არხის" დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა. როგორც გვარამია აღნიშნავს, "ივანიშვილმა რამდენჯერაც არ უნდა შეცვალოს პრემიერ-მინისტრი ის ყოველთვის მისი ხელის ბიჭი იქნება". "რამდენჯერაც არ უნდა შეცვალოს პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილმა, ახალს ვერაფერს ვერ დავინახავთ. ყოველთვის იქნება ბიძინა ივანიშვილის ხელის ბიჭი პრემიერი, იმიტომ რომ ასეთი არის ამ კაცის განწყობა და უნდა გავყვეთ ამ განწყობაში. იმიტომ, რომ ეს ქვეყანა, ამ წუთში, მისია და არა ჩვენი. ჩვენი სირცხვილია ეს და არა მისი, სხვათა შორის. არ ვიცი, რა მნიშვნელობა აქვს, ღარიბაშვილი დასაჯა თუ არა. დაუსჯელი ღარიბაშვილი უკეთესია, ვიდრე დაუსჯელი? ჩემი აზრით, არაფერი არ იცვლება. მე არ მგონია, რომ ეს კარგი და კომფორტული ზონა იყოს, ასევე ირაკლი კობახიძისთვისაც, საერთოდ არ მგონია ეგრე. იმიტომ, რომ ირაკლი კობახიძე თავისი შავი ფულის კონტროლით გამოიყვანეს დღის სინათლეზე. შავი ფული არის საარჩევნო ფული, ის ამას თვითონ განკარგავდა და აკონტროლებდა, დღეს ის ამას ვერ შეძლებს, იმიტომ, რომ ამ ე.წ "კარმუშკას" მოწყვიტეს, გადაიყვანეს პრემიერმინისტრად", - განაცხადა ნიკა გვარამიამ. შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა. პირველად ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 2013 წელს დაიკავა და პოსტს 2015 წლის დეკემბრის ბოლომდე იკავებდა. მეორედ ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი 2021 წლის 22 თებერვალს გახდა.
რუსაეთში ნავთობპროდუქტების წარმოების ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნა დაფიქსირდა
ქეთი დუმბაძე ონისე ოქრიაშვილზე ფიზიკურ თავდასხმაზე - ძალიან შევწუხდი და განვიცდი
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი - ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს, ან იდიოტის
შსს - ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი პოლიციაში გამოცხადდა და იკითხება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)