|
2024-01-29 16:16:38, 1163 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ დასაქმების პროგრამა „ლიდერატორის“ შესახებ სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა
"საქართველოს ბანკის" დასაქმების ყოველწლიური პროგრამა - ლიდერატორი იწყება. ახალგაზრდებისთვის პროექტის უკეთ გასაცნობად და მიმართულებების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაწოდებლად სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე "საქართველოს ბანკის" მენეჯმენტის წარმომადგენლებმა პროგრამის ფარგლებში სტუდენტებისთვის შექმნილი შესაძლებლობების, ბენეფიტების და მომავალი პერსპექტივების შესახებ ისაუბრეს. ლიდერატორის მონაწილეებმა კი პროგრამით დაინტერესებულ სტუდენტებს მიღებული გამოცდილება და განაცხადების წარმატებულად შესავსებად საჭირო რჩევები გაუზიარეს. ლიდერატორის პროგრამაზე მიღება უკვე დაიწყო. წელს სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ სასურველი სფერო 14 პროგრამიდან შეარჩიონ, რომელიც 40 მიმართულებას აერთიანებს. პროგრამაში მონაწილეობისთვის საჭირო პროცედურებისა და მოთხოვნების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: leaderator.bog.ge პროგრამაში მონაწილეობის მიღება ბაკალავრის საფეხურის მე-3, მე-4 კურსის სტუდენტებსა და ახალ კურსდამთავრებულებს შეუძლიათ. ლიდერატორის ფარგლებში, ახალგაზრდები გაივლიან პრაქტიკულ ტრენინგებს, სფეროს პროფესიონალების დახმარებით დააგროვებენ სასურველი მიმართულებით მუშაობის გამოცდილებას, მიიღებენ მენტორებისგან მუდმივ უკუკავშირს, შეიძენენ ახალ კონტაქტებს და განივითარებენ სასურველი პროფესიისთვის საჭირო უნარებს. პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა როტაციით გაეცნონ სხვადასხვა დეპარტამენტის საქმიანობის სპეციფიკას, შეიძინონ პროფესიული უნარები, რაც მათ დაეხმარება, სწორად განსაზღვრონ კარიერული ინტერესები და აირჩიონ მომავალი პროფესია. აღსანიშნავია ისიც, რომ პროგრამის ფარგლებში, სამუშაო გრაფიკის დაგეგმვა თითოეული ლიდერატორისთვის ინდივიდუალურად, მათი აკადემიური განრიგის გათვალისწინებით ხდება. ამასთან, პროექტის წარმატებულ კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ, შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, კარიერა "საქართველოს ბანკში" განაგრძონ. „საქართველოს ბანკში" გვჯერა ახალგაზრდების და მათი შესაძლებლობების. ამიტომ, ჩვენი ინიციატივები მათი პოტენციალის სრულად გამოვლენის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ამ მიზნით, 2017 წლიდან ჩვენ ლიდერატორის პროგრამას ვახორციელებთ, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს, მაღალი აკადემიური მოსწრების შენარჩუნების პარალელურად, იმუშაონ დარგის ექსპერტებთან ერთად, დააგროვონ სამუშაო გამოცდილება და განვითარდნენ როგორც კარიერულად, ასევე პიროვნულად. ლიდერატორის პროგრამა 2017 წლიდან ხორციელდება, მასში მონაწილეობა 400-მდე სტუდენტმა მიიღო, პროგრამის დასრულების შემდეგ კი 85%-მა ჩვენთან განაგრძო თანამშრომლობა. ყოველწლიურად პროგრამის მიმართ ინტერესი იზრდება, რაც ხაზგასმით გვაჩვენებს, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ და გვაძლევს მოტივაციას, არ გავჩერდეთ“, - აღნიშნავს ელენე ოქრომჭედლიშვილი, ადამიანური კაპიტალის, თანამშრომელთა კმაყოფილების, ბიზნეს პროცესების ეფექტურობისა და ლინის ტრანსფორმაციის მიმართულების ხელმძღვანელი.
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
კონგრესმენმა უილსონმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომიდან ქართული დელეგაციის წასვლა სამარცხვინო უწოდა
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)