|
2024-01-29 13:45:18, 1266 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერის პოსტს დატოვებს, კობახიძის კანდიდატურას მოწინაღმდეგეები ჰყავს
საქართველოს მოქმედი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობას დატოვებს. თავდაპირველი ინფორმაცია ტელეკომპანია "იმედმა" გაავრცელა. უკვე არსებული ინფორმაციით, ღარიბაშვილს "ქართული ოცნების" მოქმედი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე შეცვლის. "ექსპრესნიუსმა" ინფორმაცია, "ქართული ოცნების" წარმომადგენლებთან გადაამოწმა. ანონიმური წყაროს ინფორმაციით, 24 იანვარს პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ პოლიტსაბჭოს შეხვედრაში პოლიტიკაში ახლად დაბრუნებული ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილიც მონაწილეობდა. სწორედ ბიძინა ივანიშვილმა გამოთქვა უკმაყოფილება შესაძლო კორუფციულ სკანდალებზე და აღნიშნა, რომ საარჩევნო წელს პარტია დიდი რისკის ქვეშ დგას. ამასთან "ექსპრესნიუსის" ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე ირაკლი კობახიძის წარდგენასთან დაკავშირებით პოლიტსაბჭოზე მოწინააღმდეეგებიც ჰყავდნენ. კობახიძის მოწინაღმდეგეთა არგუმენტით, მისი ფიგურა მოსახლეობაში ძალიან არაპოპულარულია და პარტიას დააზარალებს. პრემიერის შემცვლელის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არაა.
ლავროვისა და რუბიოს პირველი შეხვედრა თითქმის ერთი წლის შემდეგ მხოლოდ 35 წუთს გაგრძელდა
რუსაეთში ნავთობპროდუქტების წარმოების ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნა დაფიქსირდა
ქეთი დუმბაძე ონისე ოქრიაშვილზე ფიზიკურ თავდასხმაზე - ძალიან შევწუხდი და განვიცდი
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი - ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს, ან იდიოტის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)