|
2024-01-27 16:36:29, 904 ნახვა
პოლიტიკა
ცაგარეიშვილი ხაბეიშვილზე - შეშფოთება შევატყვე კომიკურ ფიგურას, რომელიც საქართველოს ამოტრიალებული რუკით ოპერირებდა
შეშფოთება შევატყვე ბატონ ხაბეიშვილს, კომიკურ ფიგურას, რომელიც საქართველოს ამოტრიალებული რუკით ოპერირებდა, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა "POSTV"-ის ეთერში განაცხადა. ცაგარეიშვილის თქმით, "ხაბეიშვილი, გვარამია-მელიას ფლანგს, რომელიც პარტიის შექმნას აპირებს, მოუწოდებდა, ერთმანეთისთვის ხმები არ წაერთმიათ". მისივე თქმით, საზოგადოებისთვის გვარამიას და მელიას გაერთიანება სიახლე არ იქნება. "სააკაშვილი რომ კითხულობდა უკუღმა წიგნს, თხა და გიგოსავით, ზუსტად ის არის ხაბეიშვილი, რომელიც ამოტრიალებული რუკით საუბრობდა, რომ ჩვენს მხარეს ქვების სროლას ყველამ თავი დაანებოს და ერთმანეთს ხმებს ნუ წავართმევთო. რა თქმა უნდა, ეს არის გვარამია-მელიას ფლანგისკენ მოწოდება, რომელიც თებერვლის დასაწყისში აპირებს პარტიის შექმნას და ვფიქრობ, ამით დასრულდება ე.წ. სიახლეები. თუმცა, სიახლე რა არის აქ, ვინ არის ახალი? ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერი ფორმაციის საზოგადოებაში, ხელისუფლების დამარცხების შესაძლებლობა არის მხოლოდ მაშინ, როცა არის რაიმე სიახლე, როცა ამომრჩეველი შენს პოლიტიკურ პლატფორმაში დაინახავს სიახლეს, დაგიჯერებს და გამოგყვება არჩევნებზე. რა არის აქ სიახლე? - ზიზღის გარშემო გაერთიანებული ადამიანები, რომლებიც შინაგანად ამ ზიზღმა გამოხრა", - განაცხადა ცაგარეიშვილმა.
ლავროვისა და რუბიოს პირველი შეხვედრა თითქმის ერთი წლის შემდეგ მხოლოდ 35 წუთს გაგრძელდა
რუსაეთში ნავთობპროდუქტების წარმოების ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნა დაფიქსირდა
ქეთი დუმბაძე ონისე ოქრიაშვილზე ფიზიკურ თავდასხმაზე - ძალიან შევწუხდი და განვიცდი
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი - ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს, ან იდიოტის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)