|
2024-01-25 09:29:44, 686 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე ოპოზიციაზე - ერთი დღე ვერ ძლებენ, რომ არ ისაუბრონ ივანიშვილზე, სრულ პანიკაში არიან
ოპოზიციის უთო რომ ჩართო, დილიდან საღამომდე ისმის ბიძინა ივანიშვილის სახელი და გვარი. ეს, რა თქმა უნდა, მიუთითებს პანიკურობაზე, რომელიც სუფევს ოპოზიციის რიგებში,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ივანიშვილის დაბრუნებამ ოპოზიცია „სრულ სასოწარკვეთილებაში ჩააგდო". „პრინციპში, ამისთვის აქვთ მათ ძალიან კარგი მიზეზი და საფუძველი. მინდა გავიხსენო, რით დასრულდა 2011 წელს ბიძინა ივანიშვილის შემოსვლა პოლიტიკაში. ასევე 2018 წელს მისი დაბრუნება პოლიტიკაში. გახსოვთ, 2011 წელს საკმაოდ მყარად იყო მათი შეხედვით „ნაცმოძრაობა“ და არაფერი ემუქრებოდა მათ პოზიციებს. გაგრძელდებოდა ტელევიზიების მიტაცება, ბიზნესის რეკეტი, ადამიანების წამება და ა.შ. თუმცა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში შემოსვლიდან ერთი წლის თავზე მოახერხა ის, რაც შეუძლებელი ეგონა აბსოლუტურად ყველას - შეცვალა ავტორიტარული ხელისუფლება ამ ქვეყანაში და დაამკვიდრა აბსოლუტურად სხვა სისტემა. ერთ წელიწადში მან მოახერხა ის, რაც ადამიანებს შეუძლებელი ეგონათ. 2018 წელს, გახსოვთ, იყო სირთულეები, არ მინდა სიღრმეში შევიდე, ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა პოლიტიკაში და ორ წელიწადში, 2020 წელს, ეს დასრულდა იმით, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ, დამაჯერებლად მოიგო არჩევნები და კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ჩაეშალა გეგმები. ამ შემთხვევაშიც, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება მხოლოდ და მხოლოდ „ქართული ოცნების“ შემდგომ გაძლიერებას და შემდგომ გამყარებას ნიშნავს. შესაბამისად, აბსოლუტურად ლოგიკურია ოპოზიციის პანიკა, რაც მათ შორის, გამოიხატება იმაში, რომ 30 დეკემბრიდან ერთი დღე ვერ ჩააგდეს. სინამდვილეში, მათ ინტერესებში არ შედის, რომ ყოველდღე ისაუბრონ ბიძინა ივანიშვილზე, რომ ეს შიში ყოველდღიურად გამოხატონ, მაგრამ იმდენად არიან ემოციებს აყოლილი, რომ ერთი დღე ვერ ძლებენ, რომ არ ისაუბრონ ბიძინა ივანიშვილის შესახებ, სრულ პანიკაში არიან“,- განაცხადა კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.
ლავროვისა და რუბიოს პირველი შეხვედრა თითქმის ერთი წლის შემდეგ მხოლოდ 35 წუთს გაგრძელდა
რუსაეთში ნავთობპროდუქტების წარმოების ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნა დაფიქსირდა
ქეთი დუმბაძე ონისე ოქრიაშვილზე ფიზიკურ თავდასხმაზე - ძალიან შევწუხდი და განვიცდი
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი - ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს, ან იდიოტის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)