|
2024-01-24 13:57:54, 928 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - ვინც ჩაიდინა დანაშაული სააკაშვილის წინააღმდეგ, პასუხისგებაში უნდა მიეცეს - ნაბიჯების გადადგმა უკრაინამ უნდა დაიწყოს
კონკრეტული ადამიანები, ვინც ჩაიდინეს სისხლის სამართლის დანაშაული პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ და მონაწილეობდნენ არაადამიანურ მოპყრობაში, ძალადობაში, უნდა მიეცნენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. ხაბეიშვილის თქმით, "ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა უკრაინამ უნდა დაიწყოს". “დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ არსებობს პრეცედენტი, როდესაც ევროკავშირი იღებს რეზოლუციას და წერია, რომ კონკრეტული ადამიანი არის პოლიტიკური პატიმარი. ეს შემთხვევა არის პრეზიდენტ სააკაშვილთან დაკავშირებით. ასევე, უპრეცედენტო რამ მოხდა, როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციები, საერთაშორისო წარმომადგენლობა აღიარებს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილთან მიმართებით განხორციელდა მჩაგვრელი, არაადამიანური მოპყრობა. შესაბამისად, კონკრეტული ადამიანები, ვინც ჩაიდინეს სისხლის სამართლის დანაშაული პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ და მონაწილეობდნენ არაადამიანურ მოპყრობაში, ძალადობაში და ეს კადრები ჩვენ ყველას კარგად გვაქვს ნანახი, ცხადია, ეს ადამიანები უნდა მიეცნენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში. ჩვენდა სამწუხაროდ, დღეს საქართველოს ხელისუფლებაში არიან ადამიანები, ვინც ფარცხალაძის კვალს აგრძელებენ, ანუ რუსეთის აგენტურა და ისინი არაფერს არ გამოიძიებენ. ვფიქრობთ, რომ უკრაინამ უნდა დაიწყოს ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა და კონკრეტული ადამიანები მიეცნენ პასუხისგებაში, ვინც ჩაიდინა დანაშაული",- ამბობს ხაბეიშვილი.
ლავროვისა და რუბიოს პირველი შეხვედრა თითქმის ერთი წლის შემდეგ მხოლოდ 35 წუთს გაგრძელდა
რუსაეთში ნავთობპროდუქტების წარმოების ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნა დაფიქსირდა
ქეთი დუმბაძე ონისე ოქრიაშვილზე ფიზიკურ თავდასხმაზე - ძალიან შევწუხდი და განვიცდი
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი - ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს, ან იდიოტის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)