21:11 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-24 12:48:50, 587 ნახვა

საზოგადოება
შს მინისტრი ნიდერლანდების სამეფოს ელჩს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მელინე არაკელიანთან. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

"შინაგან საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა პოლიციის ატაშეების როლზე ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებაში და დადებითად შეაფასა ნიდერლანდების მხარის მიერ საქართველოში პოლიციის ატაშეს მოვლენა, რომელიც საქმიანობას 2023 წლიდან შეუდგა.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის ეფექტიანი თანამშრომლობის გაგრძელების აუცილებლობასა და ურთიერთობების შემდგომი განვითარების გეგმებზე. შეხვედრის დასასრულს, შინაგან საქმეთა მინისტრმა ელჩს წარმატებები უსურვა მის შემდგომ საქმიანობაში და იმედი გამოთქვა, რომ ერთობლივი ძალისხმევით შეძლებენ პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გაფართოებას სხვადასხვა მიმართულებით",- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რიკოთზე ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა ბავშვი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics