|
2024-01-17 13:39:02, 615 ნახვა
პოლიტიკა
ჩიქოვანი - ჩინეთი ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თანამშრომლობას, რომელიც გააჩნია საქართველოსთან, ისინი ხედავენ პოტენციალს, რომელიც საქართველოს აქვს
ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა კომერციის სამინისტროში მინისტრის მოადგილესთან, რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობს საქართველოსთან ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებს. ამ შეხვედრაზე განხილულ იქნა აბსოლუტურად ყველა საკითხი, რომელიც უკავშირდება ჩვენს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ და სავაჭრო საკითხებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ჩიქოვანმა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვაჭრობისა და კომერციის მინისტრის მოადგილე ლინგ ძისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც ჩიქოვანმა აღნიშნა, ჩინეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოსთან თანამშრომლობას, ვინაიდან ხედავს ქვეყნის პოტენციალს და მისი მდებარეობის გეოსტრატეგიულ მნიშვნელობას. მისივე თქმით, ორივე ქვეყნის წარმომადგენლებს კარგად აქვთ გააზრებული ის შესაძლებლობები, რომელიც ურთიერთთანამშრომლობის შედეგად იქმნება. "ძალიან დიდი სიხარულით მინდა ვთქვა, რომ ჩინეთი ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თანამშრომლობას, რომელიც გააჩნია საქართველოსთან. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყნები ზომაში განსხვავდებიან და ეკონომიკები აბსოლუტურად სხვადასხვა ზომის არის, ისინი ხედავენ იმ პოტენციალს, რომელიც გააჩნია საქართველოს. როგორ შეიძლება იქნეს გამოყენებული საქართველოს გეოსტრატეგიული მდგომარეობა, როგორ შეიძლება ხელი შეეწყოს საქართველოში ბიზნესის წარმოებას და ქართველი ბიზნესმენებისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის კიდევ დამატებით სამუშაო ადგილების შექმნას და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ და ჩვენს ჩინელ კოლეგებსა და პარტნიორებს კარგად გვაქვს გააზრებული ის შესაძლებლობები, რომელსაც ქმნის ჩვენი თანამშრომლობა. რა თქმა უნდა, ამ თანამშრომლობის ფარგლებში ჩვენ სხვა სახელმწიფოებთან მიმართებითაც გვაქვს კომუნიკაცია, რომლებიც მონაწილეობენ შუა კორიდორის პროექტის განხორციელებაში და ვისაუბრეთ ამ პროექტების დეტალებზე. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ იმას, რომ დინამიკურად ვითარდება ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობები, მაგრამ ვხედავთ შესაძლებლობებს, ვხედავთ იმ საკითხებს, რომლებიც უკვე იდენტიფიცირებულია და რაზეც უნდა მოვახდინოთ ფოკუსირება იმისათვის რომ კიდევ უფრო გაიზარდოს ამ თანამშრომლობის შედეგები", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა. ცნობისთვის, "ქართული ოცნების" დელეგაცია, რომელსაც მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტს 20 იანვარს დაასრულებს.
ამ დროისთვის ორივენი არიან სტაბილურად - ექიმი ვერაზე დაჭრილ ახალგაზრდებზე
შსს-მ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელთაგან მხოლოდ ერთი პირი დააკავა
ვერაზე მოკლული 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილია, მან ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა
ვერაზე სროლის დეტალები - თავდაპირველად შელაპარაკება დაკავებულ ნიკა კაპანაძის დედასა და დაჭრილებს შორის მოხდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)