|
2024-01-16 15:27:38, 748 ნახვა
პოლიტიკა
წილოსანი - საქართველოს როგორც შუა დერეფანს და „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ მონაწილე ქვეყანას, დამატებითი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნა შეუძლია ჩინეთთან თანამშრომლობით
ჩინეთში ძალიან საინტერესო, ნაყოფიერი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გვექნება ვაჭრობის მინისტრის მოადგილესთან. ჩინეთთან თანამშრომლობა ძალიან საინტერესოა საქართველოსთვის, ისევე როგორც მსოფლიოს უდიდესი ქვეყნები სხვადასხვა ურთიერთობებს და კავშირებს ამყარებენ მსოფლიოში ნომერ მეორე ეკონომიკის მქონე ქვეყანასთან, ჩინეთთან. საქართველოსთვისაც ეს ინტერესი რა თქმა უნდა ძალიან დიდია, - ამის შესახებ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა განაცხადა. ნინო წილოსანმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში „ქართული ოცნების“ დელეგაციის მიმდინარე ვიზიტი შეაფასა და აღნიშნა, რომ საქართველოს როგორც შუა დერეფანს ჩინეთთან თანამშრომლობით დამატებითი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნა შეუძლია. „ამ ვიზიტის ფარგლებში გვქონდა ნაყოფიერი შეხვედრები და საუბრები, როგორც პოლიტიკურ თანამშრომლობაზე, ასევე ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. საქართველოს როგორც შუა დერეფანს და საქართველოს როგორც „ერთი სარტყელი - ერთი გზის" მონაწილე ქვეყანას, დამატებითი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნა შეუძლია ჩინეთთან თანამშრომლობით და რა თქმა უნდა ჩინეთი ამ შესაძლებლობებს ხსნის საქართველოსთვის“, - განაცხადა წილოსანმა.
ამ დროისთვის ორივენი არიან სტაბილურად - ექიმი ვერაზე დაჭრილ ახალგაზრდებზე
შსს-მ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელთაგან მხოლოდ ერთი პირი დააკავა
ვერაზე მოკლული 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილია, მან ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა
ვერაზე სროლის დეტალები - თავდაპირველად შელაპარაკება დაკავებულ ნიკა კაპანაძის დედასა და დაჭრილებს შორის მოხდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)