|
2024-01-16 14:00:54, 583 ნახვა
პოლიტიკა
ჩიქოვანი ჩინეთში ვიზიტზე - ყველა აფასებს შესაძლებლობებს, რომელიც შუა დერეფნის განვითარების თვალსაზრისით გაგვაჩნია
დღეს გვქონდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან. ძალიან პოზიტიური და დადებითი შეხვედრა იყო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აბსოლუტურად ყველგან გვხვდება გაგება იმ თანამშრომლობის მნიშვნელობისა, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ჩიქოვანმა ჩინეთში მიმდინარე ვიზიტის შეფასებისას განაცხადა. როგორც ჩიქოვანმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დადებული შეთანხმება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დადებითად არის მიღებული. მისივე თქმით, სახელმწიფოებს შორის ორმხრივ თანამშრომლობას დიდი პერსპექტივა აქვს. „რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება, რომელიც შარშან იქნა მიღებული ჩვენს ორ სახელმწიფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, ძალიან პოზიტიურად და დადებითად არის მიღებული. მეორეს მხრივ, ყველა მნიშვნელოვნად აფასებს იმ შესაძლებლობებს, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია შუა დერეფნის განვითარების თვალსაზრისით. აქვე, მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომლობის სფეროები არის მრავალფეროვანი. მზად ვართ თანამშრომლობისთვის, როგორც ეკონომიკური, ისე კულტურული, ხალხთა შორის ურთიერთობის თვალსაზრისით - ეს არის ძალიან პოზიტიური შედეგი და დღეს შეიძლება ითქვას, რომ იმ ეტაპს, რომელზეც ჩვენ ვართ ორმხრივი თანამშრომლობის თვალსაზრისით, აქვს ძალიან დიდი პერსპექტივები და ამ პერსპექტივების რეალიზებისთვის ორივე მხარე მზად არის", - განაცხადა ჩიქოვანმა.
2026 წლის მეორე კვარტალში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები გაიზარდა
ამ დროისთვის ორივენი არიან სტაბილურად - ექიმი ვერაზე დაჭრილ ახალგაზრდებზე
შსს-მ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელთაგან მხოლოდ ერთი პირი დააკავა
ვერაზე მოკლული 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილია, მან ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)