|
2024-01-12 18:15:13, 1029 ნახვა
პოლიტიკა
ბოკუჩავა - ძალიან სამწუხაროა, როდესაც ქვეყნის საგარეო უწყება ბიძინა ივანიშვილის გამო დანიის ელჩს იბარებს
ძალიან სამწუხაროა, როდესაც ქვეყნის საგარეო უწყება ბიძინა ივანიშვილის გამო დანიის ელჩს იბარებს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. როგორც ბოკუჩავა აღნიშნავს, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი ბიძინა ივანიშვილმა დაიქვემდებარა და ისინი "ყველა დავალებას სრული მორჩილებით ასრულებენ". „ერთ დროს საგარეო საქმეთა სამინისტროში ვმუშაობდი და ძალიან ამაყი ვიყავი, როდესაც, როგორც ქართველი დიპლომატი ჩვენი ქვეყნის ინტერესებს წარმოვადგენდი. სამწუხაროდ, ახლა ვხედავთ, რომ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი ბიძინა ივანიშვილმა დაიქვემდებარა და ისინი ყველა დავალებას სრული მორჩილებით ასრულებენ. სწორედ ეს არის მანკიერი ოლიგარქიული მმართველობა, რომელიც ქვეყნის ევროპულ მომავალთან სრულიად შეუსაბამოა. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, კოალიციური მთავრობის პირობებში საგარეო საქმეთა სამინისტროს კვლავ მიეცემა შესაძლებლობა, რომ იზრუნოს არა ბიძინა ივანიშვილის ინტერესებზე, არამედ ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვაზე“, - განაცხადა ბოკუჩავამ. ცნობისთვის, დანიის ელჩმა, ანე ტოფტ სორენსენმა დანიურ გამოცემაში გამოქვეყნებულ OP-ED-ში ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქი უწოდა და აღნიშნა, რომ "ქართული ოცნების" დამფუძნებელმა ქონება 90-იან წლებში რუსეთში დააგროვა. ამის შემდგომ საქართველოში დანიის ელჩი ანე ტოფტ სორენსენი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.
2026 წლის მეორე კვარტალში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები გაიზარდა
ამ დროისთვის ორივენი არიან სტაბილურად - ექიმი ვერაზე დაჭრილ ახალგაზრდებზე
შსს-მ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელთაგან მხოლოდ ერთი პირი დააკავა
ვერაზე მოკლული 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილია, მან ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)