|
2024-01-11 12:41:51, 736 ნახვა
პოლიტიკა
დავითულიანი დანიის ელჩზე - ალბათ, დაიბარებს საგარეო საქმეთა სამინისტრო - ზოგიერთ დიპლომატს ცოტა ზედმეტი მოსდის
სამწუხაროდ, საქართველოში აკრედიტირებულ ზოგიერთ დიპლომატს ცოტა ზედმეტი მოსდის და თავის ფუნქციებში ვერ გარკვეულა. ის ელჩია, მან უნდა იცოდეს, რისი უფლება აქვს და რა ფარგლებში შეუძლია იმოქმედოს ამ ქვეყანაში,- ასე გამოეხმაურა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ბექა დავითულიანი დანიელი დიპლომატის განცხადებას, სადაც ელჩმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად მოიხსენია. დავითულიანის თქმით, ელჩის განცხადება არა გადაცდომა, არამედ მიზანმიმართული ქმედებაა პოლარიზაციის გაღრმავებისთვის. "ეს გადაცდომა არ არის. ეს არის მიზანმიმართულად წყლის დასხმა რადიკალურ პოზიციებზე, სრულიად უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი, "ფეიკ ნიუსის" გავრცელება პროცესების რადიკალიზაციის ხელშეწყობისთვის. მე მგონია, რომ სხვა ქვეყნის ელჩს საქართველოში ამის არც უფლება აქვს და არც არავინ ეკითხება. ალბათ, დაიბარებს საგარეო საქმეთა სამინისტრო ელჩს და მოსთხოვს განმარტებებს და მან უნდა ახსნას, რატომ აძლევს თავის თავს უფლებას ასეთი უპასუხისმგებლო განცხადებები გააკეთოს“,- განაცხადა ბექა დავითულიანმა. ცნობისთვის, საქართველოში დანიის ელჩმა, ანე ტოფტ სორენსენმა დანიურ გამოცემაში გამოქვეყნებულ OP-ED-ში ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქი უწოდა და აღნიშნა, რომ "ქართული ოცნების" დამფუძნებელმა ქონება 90-იან წლებში რუსეთში დააგროვა.
კაცი, რომელმაც გუშინ ვერაზე 4 ადამიანი დაჭრა, ალადაშვილის კლინიკაშია მოთავსებული
ქარტია: გამოხატვის თავისუფლების ასეთი შეზღუდვა ქართული ოცნებისთვისაც უპრეცედენტოა
ზატულინის აზრით, ჭიღლაძის დაუსჯელობა რუსების საქართველოში მოგზაურობის სურვილზე იმოქმედებს
2026 წლის მეორე კვარტალში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები გაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)