|
2024-01-08 20:25:06, 862 ნახვა
საზოგადოება
მაღალი ხარისხის პლედები Liloshop-ზე
პლედის გამოყენება ძალიან მყუდრო და კომფორტულია ბევრ სხვადასხვა სიტუაციაში, იქნება ეს სახლში ტელევიზორის ყურების დროს, აუზთან მოკალათებისას, ლაშქრობაში სიარულისას თუ სხვა. ხარისხიანი მასალისგან შეკერილ პლედს ძლიერი თერმორეგულაცია გააჩნია და სხეულს სიცივისგან იცავს. Liloshop-ზე წარმოდგენილია პლედების ფართო არჩევანი. ონლაინ მაღაზიაში შეგიძლიათ შეარჩიოთ სხვადასხვა ნაჭრის, ფაქტურისა და ფერის პლედები. აღსანიშნავია, რომ საიტზე მხოლოდ მაღალი ხარისხის პროდუქტებია, მაგალითად შეგიძლიათ შეიძინოთ 100% ბამბუკის ან ფულეს პლედები, რომლებიც განსაკუთრებით კარგი ფასით გამოირჩევა. ყველაზე მოთხოვნადი ერთსაწოლიანი, ფერადი პლედებია, რომლებიც როგორც ინტერიერში და დეკორატიული მიზნებისთვის გამოიყენება, ასევე მოგზაურობისთვისაც ძალიან მოსახერხებელია. აღსანიშნავია, რომ Liloshop-ზე წარმოდგენილი პლედები მარტივად ირეცხება, არ იძენძება, შესაძლებელია მათი დაუთოება და მშრალი წმენდის გამოყენება. პლედის წონა საკმაოდ დაბალია, ამიტომ გადაადგილებისას დიდ ადგილს არ იკავებს. დეკორატიული მასალა სხვადასხვა ფერისა და გამოსახულების ორნამენტებით შეგიძლიათ შეიძინოთ. რაც მთავარია, ნებისმიერ გემოვნებაზე მორგებულ პლედებს ერთ სივრცეში მარტივად იპოვნით. ხშირად პლედებს სახლში დეკორაციების შესაქმნელად იყენებენ. კერძოდ, სხვადასხვა ფერისა და ფაქტურის პლედებს რბილ ავეჯზე აფარებენ. ეს კი ინტერიერის დიზაინს ახალისებს, შემოაქვს სიმყუდროვე და ქმნის განსხვავებულ გარემოს. ამასთან, პლედის გამოყენება დეკორაციებისთვის, ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული და ბიუჯეტური ვარიანტიც არის. ამიტომ თამამად შეგიძლიათ შეარჩიოთ სასურველი პლედები თქვენი ოთახების ინტერიერის დიზაინის მიხედვით და გააფორმოთ რბილი ავეჯი. მათი გამოყენება განსაკუთრებით სასიამოვნოა ზამთარში, როდესაც თქვენი ბინის აივანზე ან აგარაკზე, ფერადი პლედით შემოხვეული ცხელ ჩაის ან ყავას მიირთმევთ. ვინაიდან, ცივი ამინდები ჯერ წინ არის, პლედის შესაძენადაც ახლა საუკეთესო დროა. ეწვიეთ ლილოშოპის ონლაინ მაღაზიას, აირჩიეთ სასურველი პლედები, დაამატეთ კალათაში და შეიძინეთ მარტივად და სწრაფად. შეძენილ პროდუქტს მიიღებთ მთელი საქართველოს მასშტაბით, ნებისმიერ ადგილას.
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)