|
2023-12-30 15:59:06, 1024 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე ივანიშვილზე - არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით გამოთქმული ბრალდებები პოლიტიკური სპეკულაციებია
არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის მისამართით გამოთქმული ბრალდებები პოლიტიკური სპეკულაციებია, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. „ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციები. მარტივად გეტყვით: თუ ადამიანი ქვეყნის არაფორმალური მმართველია, მაშინ რატომ დაბრუნდა პოლიტიკაში? თუ ქვეყანას გარედან მართავდა, მაშინ ჩვეულებრივად გააგრძელებდა ამას, როგორც თქვენ ამბობთ. მაშინ რატომ დაბრუნდებოდა?“, - განაცხადა კალაძემ. მისივე თქმით, მმართველ პოლიტიკურ გუნდს ღიად აქვს გაცხადებული ქვეყნის განვითარების გეგმა, რაც რეფორმების გაგრძელებასა და ევროკავშირთან მეტად დაახლოებას გულისხმობს. „ჩვენს გუნდს აბსოლუტურად ღიად აქვს გაცხადებული თუ რა გვაქვს გეგმაში, როგორ წარმოგვიდგენია ქვეყნის განვითარება და რა ნაბიჯები იდგმება. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ 2012 წლიდან მოყოლებული, რაც ევროინტეგრაციის რთულ გზაზე გაკეთდა, რა მიღწევებიც გვქონდა, ეს ყველაფერი „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა. ცხადია, ჯერ კიდევ რჩება გამოწვევები. რა თქმა უნდა, რეფორმები უნდა გაგრძელდეს და ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ ევროკავშირს რაც შეიძლება მეტად დავუახლოვდეთ“, - დასძინა კალაძემ.
კაცი, რომელმაც გუშინ ვერაზე 4 ადამიანი დაჭრა, ალადაშვილის კლინიკაშია მოთავსებული
ქარტია: გამოხატვის თავისუფლების ასეთი შეზღუდვა ქართული ოცნებისთვისაც უპრეცედენტოა
ზატულინის აზრით, ჭიღლაძის დაუსჯელობა რუსების საქართველოში მოგზაურობის სურვილზე იმოქმედებს
2026 წლის მეორე კვარტალში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები გაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)