|
2023-12-30 14:42:24, 1139 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილი - რეალურად სანქცირებული ვარ, მაგრამ კარგად ვარ, ყველაფერი საკმარისად მაქვს
რეალურად სანქცირებული ვარ და ოპოზიცია ტყუილად ღელავს და ღია კარებს ამტვრებს, რომ დაასანქცირეთო, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ყრილობაზე განაცხადა. ივანიშვილის თქმით, სანქცირებულია "დე ფაქტო ყველაზე უხეში მეთოდებით და ყველაზე უხეში გზებით, ყოველგვარი კანონის გვერდის ავლით". "ჩემმა ადვოკატებმა რამდენჯერმე თქვეს, რომ მე სანქცირებული ვარ. რომ გაგიხარდეთ, ვისაც გიხარიათ, მე რეალურად სანქცირებული ვარ დე ფაქტო ყველაზე უხეში მეთოდებით და ყველაზე უხეში გზებით, ყოველგვარი კანონის გვერდის ავლით. რაც დაიწყო უკრაინის ომი, იქიდან ერთ თვეში რეალურად ყველა აქტივი გამიჩერეს და სასამართლოებში მატარებენ. რეალურად სანქცირებული ვარ და ოპოზიცია ტყუილად ღელავს და ღია კარებს ამტვრებს, რომ დაასანქცირეთო. ძალიან კარგად ვარ, ყველაფერი საკმარისად მაქვს და ნახეთ, რომ პოლიტიკაში დავბრუნდი, რადგან ქვეყანას დავეხმარო", - განაცხადა ივანიშვილმა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)