|
2023-12-29 19:54:50, 4704 ნახვა
პოლიტიკა
აზარაშვილი - მომდევნო 2 წლის განმავლობაში, სახელმწიფო ბინებს, 1000 უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახს გადასცემს
მომდევნო 2 წლის განმავლობაში, სახელმწიფო ბინებს, 1000 უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახს გადასცემს, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, პროექტი 2024 წლიდან დაიწყება და 2025 წლის ბოლომდე, აღნიშნული სტატუსის მქონე ყველა ოჯახი მიიღებს ბინას. „ეს ძალიან კარგი პროექტი და ინიციატივა პრემიერ მინისტრს ეკუთვნის. ჩვენს სამინისტროს დაევალა აღნიშნულის უზრუნველყოფა, რადგან ჩვენ გვაქვს გამოცდილება, როგორც ასეთი ოჯახების შეფასების, ისე ბინებით უზრუნველყოფის კუთხით. 2 წლიანი პროექტი, მრავალშვილიან, უსახლკარო ოჯახებს შეეხება. პროექტის ბიუჯეტი 50 მილიონი ლარია. უკვე 2025 წლის ბოლომდე, ასეთ მრავალშვილიან ოჯახებს ექნებათ საკუთარი ბინა და სრულად უზრუნველვყოფთ მათ დაკმაყოფილებას“, - განახადა ზურაბ აზარაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)