14:54 - 23 Jul, 2026
|
2023-12-29 12:38:42, 1070 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - სააკაშვილი ციხეში ფარცხალაძის მიერ შეთითხნილი ბრალდებით არ უნდა იჯდეს
პრეზიდენტ სააკაშვილი ფარცხალაძის მიერ შეთითხნილი ბრალდებით არ უნდა იჯდეს ციხეში, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. ხაბეიშვილის თქმით, თუ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს სურს გადადგას ევროპული ნაბიჯი, მაშინ მან მიხეილ სააკაშვილი უნდა გაათავისუფლოს. “თუ სალომე ზურაბიშვილს რეალურად სურს, რომ თავისუფალი იყოს ბიძინა ივანიშვილის გავლენებისგან და გადადგას მართლა ევროპული ნაბიჯი, კი არ უნდა შეიწყალოს პრეზიდენტ სააკაშვილი, უბრალოდ რეალობის აღქმა უნდა ჰქონდეს და „ეფესბეს“ აგენტურის, ფარცხალაძის, რუსეთის აგენტურის მიერ შეთითხნილი ბრალით არ უნდა იჯდეს პრეზიდენტ სააკაშვილის ციხეში", - განაცხადა ხაბეიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)