|
2023-12-29 09:06:33, 2184 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - ბიზნესის რეკეტის კონკრეტული თემები არსებობს, რაშიც ხაზარაძე „ნაცმოძრაობასთან“ ერთად იყო ჩართული
ბიზნესის რეკეტის კონკრეტული თემები არსებობს, სადაც ხაზარაძე „ნაცმოძრაობასთან“ ერთად იყო ჩართული - „ელიტ ელექტრონიქსის“ ცნობილი საქმე, „საწვავის“ ცნობილი საქმე, „კონსტანტას“ ცნობილი საქმე და ა.შ. აუცილებელი ხომ არ არის მინისტრი ყოფილიყო, ან პარლამენტის წევრი, პირდაპირ ბიზნესის რეკეტში იყო ჩართული „ნაცმოძრაობასთან“ ერთად, კონკრეტული ბიზნესები მიიღო სახელმწიფოს ჩარევით, „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლების ჩარევით. ასეთი რამდენიმე მსხვილი ბიზნესი არსებობს,- ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის თქმით, ოპოზიცია "ზედმეტად არის დამძიმებული საკუთარი წარსული ცოდვებით". „მე მგონი, [ოპოზიციას] სწავლის რესურსი არ აქვთ. ამას სჭირდება ინტელექტი, გამოცდილება. ფაქტია, რომ ვერ სწავლობენ, რომ შეხედავთ მათ პიარს და მათ პოლიტიკურ ნაბიჯებს. იგივე ეხება ხაზარაძეს, აშკარად ვერ სწავლობს ეს კაცი და არც აქვს სწავლის რესურსი. ერთი რომ ინტელექტის თემაა და მეორე, ზედმეტად არიან დამძიმებული საკუთარი წარსული ცოდვებით",- განაცხადა კობახიძემ გადაცემაში "იმედი LIVE".
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)