|
2023-12-28 23:57:01, 2033 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - არსებობს სამოქმედო გეგმა, სადაც დეტალურად არის გაწერილი თითოეული ნაბიჯი, რომელიც ევროკავშირის 9 პრიორიტეტის შესრულებას უკავშირდება
თუ შეხედავთ იმ 9 პრიორიტეტს, რომელიც წარმოადგინა ევროკავშირმა და მას შეადარებთ 12-პუნქტიან გეგმას, რომელიც თავის დროზე, ორი წლის წინ წარმოგვიდგინეს, მოცულობით დაახლოებით იმის მეათედია, რაც იყო 12-პუნქტიანი, ანუ, 9-პუნქტიანი მოცულობით ათჯერ ნაკლებია. შესაბამისად, ამ ამოცანის შესრულება ბევრად უფრო მარტივია, ნაკლებ ძალისხმევას და დროს მოითხოვს, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, გადაცემაში "იმედი LIVE" განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ უკვე დაამტკიცა, რომ ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი პრიორიტეტების შესრულების ნება და რესურსი გააჩნია. კობახიძემ დასძინა, რომ მმართველ გუნდს შეუძლია ერთპარტიულად შეასრულოს ევროკავშირის მოთხოვნები, შესაბამისად, ოპოზიციის გადასაწყვეტია, მიიღებს თუ არა ამ პროცესში მონაწილეობას. "არსებობს სამოქმედო გეგმა, სადაც დეტალურად არის გაწერილი თითოეული ნაბიჯი, რომელიც უკავშირდება 9 პრიორიტეტის შესრულებას. ჩვენ 12 პრიორიტეტის მაგალითზე უკვე დავამტკიცეთ რომ გვაქვს ნება და რესურსი, სათანადოდ შევასრულოთ პრიორიტეტები, რომლებსაც წარმოგვიდგენს ევროკავშირი, ასევე გავყვებით რა თქმა უნდა, 9 პრიორიტეტსაც. რაც შეეხება ოპოზიციის მონაწილეობას, მათი გადასწყვეტია. ჩვენ, როგორც წინა შემთხვევაში, ახლაც შეგვიძლია ერთპარტიულად უზრუნველვყოთ ევროკავშირის მოთხოვნების შესრულება, შეგვიძლია მარტო, ოპოზიციის გარეშე ვიმუშაოთ. თუ ჩაერთვებიან, ეს არის მათი საქმე", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)