|
2023-12-28 17:36:41, 911 ნახვა
პოლიტიკა
ჩეხეთის ელჩი ბიჭვინთის აგარაკებზე - ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს - გადაწყვეტილება ბათილია
ჩეხეთი ყოველთვის უჭერდა და კვლავ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, - ამის შესახებ ჩეხეთის ელჩი საქართელოში პეტრ კუბერნატი სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) წერს. კუბერნატის თქმით, ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაა. "ჩეხეთი ყოველთვის უჭერდა და კვლავ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. შესაბამისად, ამის დარღვევად მიგვაჩნია აფხაზეთში ბიჭვინთის ტერიტორიის რუსეთისთვის გადაცემა, ყველა ამგვარი გადაწყვეტილება ანულირებული და ბათილია", - წერს პეტრ კუბერნატი. შეგახსენებთ, რომ, გუშინ 27 დეკემბერს დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკების გადაცემის "შეთანხმება" დაამტკიცა, ხოლო ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ მას ხელი მოაწერა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)