14:54 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-28 15:05:39, 771 ნახვა

პოლიტიკა
ბარამიძე - სააკაშვილს ომბუდსმენის მონახულება და კონსილიუმი კი არ სჭირდება, არამედ დაუყოვნებლივ უნდა იყოს გათავისუფლებული

სააკაშვილს ომბუდსმენის მონახულება და კონსილიუმი კი არ სჭირდება, არამედ მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს დაუყოვნებლივ გათავისუფლებული,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა.

ბარამიძის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი პოლიტპატიმარია.

"სააკაშვილის პატიმრობა არის სირცხვილი მთელი ქართული საზოგადოების, არის უკანონობა და ის არის პოლიტიკური პატიმარი, რომელიც იმისთვის იხდის სასჯელს, რომ თანამედროვე ქართული სახელმწიფო ააშენა და პუტინს დაუპირისპირდა, უნდა იყოს ძალიან მოკლე ვადაში გათავისუფლებული. ამის საშუალება აქვს ქალბატონ ზურაბიშვილის და თუ ჩვენ გვინდა, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, საქართველოს არ უნდა ჰყავდეს პოლიტპატიმრები",- თქვა ბარამიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის 21-ე სანქციების პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ ძალაში შევიდა
კობახიძე ვახო სანაიას პარტიულ აქტივისტს უწოდებს და პოლიტიკურ დაკვეთაზე საუბრობს
სავალდებულო სატენდერო შეთავაზება
კაცი, რომელმაც გუშინ ვერაზე 4 ადამიანი დაჭრა, ალადაშვილის კლინიკაშია მოთავსებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics