14:54 - 23 Jul, 2026
|
2023-12-28 10:25:03, 797 ნახვა
პოლიტიკა
რუმინეთის ელჩი - რუმინეთი არ აღიარებს ბიჭვინთის ტერიტორიის გადაცემას რუსეთისთვის
რუმინეთი არ აღიარებს ბიჭვინთის ტერიტორიის გადაცემას რუსეთისთვის, - ამის შესახებ საქართველოში რუმინეთის ელჩი რაზვან როტუნდუ X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) წერს. მისი თქმით, რუმინეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. "რუმინეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ამგვარად, რუმინეთი არ აღიარებს ბიჭვინთის/პიცუნდას ტერიტორიის გადაცემას რუსეთის ფედერაციისთვის", - წერს როტუნდუ. შეგახსენებთ, რომ, გუშინ 27 დეკემბერს დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკების გადაცემის "შეთანხმება" დაამტკიცა, ხოლო ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ მას ხელი მოაწერა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)